კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი | 2017-12-02 18სთ-20სთ

იურიდიული ფრანგულის ახალი კურსი

დეკემბრის თვიდან, სამართლის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ 30 საათის ხანგრძლივობის იურიდიული ფრანგულის კურსს.

ეს კურსი განკუთვნილია სამართლის სფეროს სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის, რომელთაც გააჩნიათ ფრანგული ენის ცოდნის მინიმუმ B1  დონე და სურთ :

-          განივითარონ ცოდნა იურიდიული ფრანგულის მიმართულებით (ავთენტური იურიდიული საბუთების როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი დამუშავება) ;

 

-          გაერკვნენ ფრანგული სამართლებრივი სფეროს მოწყობაში. აღნიშნულ კურსზე ჩაწერილ სტუდენტებს ექნებათ უფასო წვდომა  სამართლის უმაღლესი ფრანგული სკოლის ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის სპეციალიზებული პედაგოგის მხარდაჭერით.

კურსის დასასრულს, სტუდენტები მიიღებენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და მაგისტრატურის უმაღლესი სკოლის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ეს არის მაღალხარისხიანი სწავლება საფრანგეთში სამართლის მაგისტრის ხარისხის  ან პარიზის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის სამართლის პროფესიონალის ფრანგული დიპლომისთვის მოსამზადებლად, რომელსაც ახლა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ მისი საერთაშორისო გამოცდების ჩარჩოს ფარგლებში. აღნიშნული სერტიფიკატი დაადასტურებს თქვენი ფრანგულის ცოდნას იურიდიულ სფეროში, აამაღლებს თქვენს კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე  ან, დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში თქვენსავე ორგანიზაციაში.

 

ინტენსივობა : შაბათობით 18-დან 20 საათამდე - სულ 30 საათიანი კურსი

დასაწყისი : 2017 წლის 2 დეკემბრიდან - სულ 4 თვიანი კურსი (წყვეტა საახალწლო არდადეგებზე)

ტარიფი : სრული სასწავლო კურსი - 370 ლარი (უფასო ჩაწერა სამართლის უმაღლესი სკოლის ონლაინ პლატფორმაზე)