კალენდარი

Hello Tomorrow

საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროს არაკომერციული ინიციატივა Hello Tomorrow მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერას. პროექტი ეფუძნება ნოვატორული ტექნოლოგიების განვითარებას.
ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოებისა და საკონსულოების დახმარებით, 2016 წლის მანძილზე მსოფლიოს 12-მდე ქალაქში მხარს დაუჭერს კონფერენციების Hello Tomorrow ორგანიზებას. 2016 წლის 13 და 14 ოქტომბერს პარიზში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციის გამართვა სამეწარმეო დარგში საფრანგეთის უპირატესობის წარმოსაჩენად.
წარადგინეთ პროექტი 2016 წლის 17 ივნისამდე.
http://challenge.hello-tomorrow.org/