კალენდარი

გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია 2023 ფრანგულენოვანი ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანისთვის

გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის ლაურეატის გამოცხადება!

გამომცემლობა აგორა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის

მედიათეკასთან პარტნიორობით გამოავლენს

 

ლაურეატს,

რომელსაც გადაეცემა გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია

2023 წლის ფრანგულენოვანი ნაწარმოების

საუკეთესო ქართული თარგმანისთვის

ხუთშაბათს, 21 მარტს 19სთ

 

მისამართი: მწერლების ბარი H2S04, სიონის ქ. 8, ძველი ქარვასლის შენობა.


გერონტი ქიქოძის ლიტერატურული პრემია დააარსა გამომცემლობა აგორამ 2019 წელს, ფრანგული ენიდან საუკეთესოდ თარგმნილი რომანის დასაჯილდოებლად. ყოველ წელს იგი გადაეცემა მთარგმნელს, რომლის ნამუშევარიც იყო საუკეთესო წინა წელს გამოცემულ თარგმანებში. პრემია წარმოადგენს 1000 ლარს, რომელიც გადაეცემა მთარგმნელს.

პრემიის სიმბოლოს ავტორია თანამედროვე ხელოვანი გიგა იაკობაშვილი.

შეხვედრაზე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი წარადგენს წიგნის და ლიტერატურის სფეროში დაგეგმილი ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის მხარდამჭერ ღონისძიებებს.

შერჩეული ნაწარმოებების მოკლე სია:

 

- ერვე ლე ტელიეს "ანომალია", მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი, გამომცემლობა დიოგენე;

- ალფრედ ჟარის "იუბიუ მეფე" და გიიომ აპოლინერის ’’ტირესიასის ჯიქნები’’, მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე, გამომცემლობა არილი;

- ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს "მოხეტიალე ვარსკვლავი", მთარგმნელი ვალერი ოთხოზორია, გამომცემლობა პალიტრა ლ.

- მირჩა ელიადეს "მეფისტოფელი და ანდროგინი", მთარგმნელი თამარ ლომიძე, გამომცემლობა ალეფი;