კალენდარი
მედიათეკა | 2023-03-30 18 სთ
გერონტი ქიქოძის პრემია 2022 ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის
გამომცემლობა აგორა და,
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის
მედიათეკასთან პარტნიორობით
გამოაცხადებს
ლაურეატს, რომელსაც გადაეცემა
გერონტი ქიქოძის პრემია 2022 წლის
ფრანგულენოვანი რომანის
საუკეთესო ქართული თარგმანისთვის
ხუთშაბათს, 30 მარტს 18სთ
პრემიის სიმბოლოს ავტორია თანამედროვე ხელოვანი გიგა იაკობაშვილი.
მოკლე სია:
- ჟან-ლუკ კოატალემის "წილი და ხვედრი შთამომავლისა", მთარგმნელი გოჩა ჯავახიშვილი, ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა ;
- ანი ერნოს "წლები", მთარგმნელი ლალი უნაფქოშვილი, გამომცემლობა პალიტრა ლ.;
- რეჟის ჟანტეს და სტეფან სიოანის "ვოლოდიმირ ზელენსკი - გმირის ტყავში", მთარგმნელი მაკა კასრაძე, გამომცემლობა ზებრა გრუპი.
მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.