კალენდარი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მე-3 კორპ. | 2016-09-22 18 სთ

განახლებული მედიათეკა გაიხსნა

იხილეთ მედიათეკის ინაუგურაციის ფოტოალბომი!


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, რომელიც 16 000 გამოცემასა და 1 000 წევრზე მეტს ითვლის, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მდებარეობს.

ამ ზაფხულს, კომპანია "სილქნეტის" მხარდჭერით იქ განხორცილედა სარეაბილიტაციო სამუშაოები მისგან თანამედროვე სამყაროს სტანდარტების დაწესებულების შექმნის მიზნით, რაც გამოიხატა მკითხველთა მიღებისა და ღონისძიებებისთვის უფრო მეტად ადაპტირებული ინტერიერის მოწყობაში, განახლებულ დიზაინსა და ციფრული წიგნის გამოყენებისა და გავრცელებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენაში.

2016 წლის 22 სექტემბერს, 18 სთ-ზე გაიმართა გახსნის ოფიციალური ცერემონია საფრანგეთის ელჩის, ბ-ნი პასკალ მენიეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯლავას, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, ბ-ნი გიორგი კეკელიძის, კომპანია "სილქნეტის" დამფუძნელის, ბ-ნი გიორგი რამიშვილის და ქალაქ თბილისის მერის მოადგილის, ქ-ნი ნინა ხატისკაცის თანდასწრებით.