კალენდარი

განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“


2019 წლის 6 აპრილს, შაბათს, პირველად საქართველოში, სააგენტო კამპუს ფრანსის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით და ფრანგული უნივერსიტეტების მონაწილეობით გაიმართება განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“.

სტუდენტურ გამოფენაში 12- მდე ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას. აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება ახალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, როგორც ღონისძიების სპეციალური სტუმარი.

განათლების ფრანგული გამოფენის მიზანია როგორც საფრანგეთში სწავლის პოპულარიზაცია, აგრეთვე ქართულ და ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
გამოფენაში მონაწილე უნივერსიტეტები:

➡️ ღონისძიების საპატიო სტუმარი: ფრანგულ - ქართული უნივერსიტეტი
მონაწილე უნივერსიტეტები:


• Université Rennes 1
• Université Lumière Lyon 2
• Université Paris Saclay
• Université de Poitiers
• Collège d'Europe 
• INSA Rennes
• Grenoble INP Pagora
• Brest Business School
• ICD International Business
• Alliance Française de Lyon
• Agence Universitaire de la Francophonie
• Erasmus + Géorgie

მისამართი: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
გუდიაშვილის N7 , მე-3 კორპუსი, საგამოფენო დარბაზი
დრო 12:00 -18:00;

იხილეთ პროგრამა:

CHOOSEFRANCE_Programme_bilingue.pdf