კალენდარი

გამოცდებისთვის მოსამზადებელი ინტენსიური კურსი

იმისათვის, რომ თქვენმა შვილმა თავისუფლად შეისწავლოს ფრანგული ენა და ჩააბაროს საერთაშორისო გამოცდა, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გამოცდებისთვის მოსამზადებელ ინტენსიურ კურსს გთავაზობთ!
 
აღნიშნული კურსი მოსწავლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ინდივიდუალური მხარდაჭერით და მეთოდოლოგიური რჩევებით, სწავლების მასზე მორგებული სტრატეგიით გააძლიეროს კომუნიკაციის 4 უნარი (წერითი და ზეპირი კომუნიკაცია, წერითი და ზეპირი გაგება) ჩვენი მასწავლებლების მიერ შემოთავაზებული რესურსების გამოყენებით, რომლებიც მომზადებულნი არიან DELF / DALF–ის გამოცდების მიმართულებით.
 
დონე: DELF A2 Junior

ასაკი: 10-დან 18 წლამდე
განრიგი: ოთხშაბათს და პარასკევს, 16:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე
კურსი იწყება: 21.09.2022
ხანგრძლივობა: 24 სთ
ტარიფი: 500 GEL
 
დონე: DELF B2 Junior

ასაკი: 10-დან 18 წლამდე
განრიგი: სამშაბათს და პარასკევს, 17:00 სთ-დან 18:30 სთ-მდე
კურსი იწყება: 20.09.2022
ხანგრძლივობა: 24 სთ
ტარიფი: 500 GEL
 
 
რა უპირატესობებს გთავაზობთ?
  • აღნიშნული მოსამზადებელი კურსი საუკეთესო საშუალებაა DELF -ის გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად
  • კურსი საშუალებას მისცემს თქვენს ბავშვს იმუშაოს რეალურ საგამოცდო პირობებში, სიმულაციებითა და იმიტირებული გამოცდების მეშვეობით
  • ხელმისაწვდომი ტარიფი
  • უფასო წვდომა Médiathèque / Culturethèque-ის უამრავ რესურსზე სახლში სამუშაოდ