კალენდარი

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | 2019-03-28 14:00 სთ

გაერთეთ ფრანგული სიმღერით

დრო: ხუთშაბათს 28 მარტს 2 საათიდან 4-ის ნახევრამდე
 
ადგილი: ვანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის Vკორპუსში 309 აუდიტორიაში
 
აღწერა:
წელსაც, ისევე როგორც შარშან გიწვევთ ფრანგული ენის ზეიმზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის     Vკორპუსში 28 მარტს 2 საათიდან 4-ის ნახევრამდე 309 აუდიტორიაში. წელს თემა იქნება "ფრანგული სიმღერა".
შარშან ეს ღონისძიება კონკურსის სახით ჩავატარეთ, წელს კი რადიოგადაცემისთვის  ჩავწერთ და გავუშვებთ თბილისის ფრანგულ სტუდენტურ რადიოზე Radio Etudiante Francophone de Tbilissi. ასე შეძლებთ თქვენი ხმების და საუკეთესო მომენტების კიდევ მოსმენას და გაზიარებას ინტერნეტ სივრცეში.

ღონისძიების პროგრამა :
  1. გამოიცანით სიმღერის ტექსტი რებუსის მიღმა
  2. გააგრძელეთ მისამღერი (ცნობილი ფრანგული მიუზიკლების სიმღერებიდან)
  3. დახატეთ ან მიმიკებით ახსენით სიმღერის სათაური
  4. ამოიცნეთ სურათის მიხედვით ცნობილი ფრანგი მომღერლები
  5. კლიპის მიხედვით გაეცით პასუხები
  6. კარაოკე
 მოსვლის შემთხვევაში გთხოვთ წინასწარ შეგვატყობინოთ, რაგდან ადგილები შეზღუდულია
 
2 და 6 თამაშებისთვის სიმღერების პროგრამა შემდეგი იქნება (შეგიძლიათ ივარჯოშოთ) :