კალენდარი

ფრანკოფონია 2019 - პროგრამა


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, კანადის საელჩო, ბელგიის საელჩო, რუმინეთის საელჩო და მოლდოვის სელჩო მთელი მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად. 


ფრანკოფონიის თვე წელს ჩატარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით.


20 მარტი, ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, აღინიშნება მთელს მსოფლიოში და საქართველოც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, უერთდება აღნიშნულ დღესასწაულს.

წელსაც, მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, პატარძეულში და წელს პირველად, ლანჩხუთში. ქართველ ფრანკოფონებს და არა მხოლოდ მათ, საშუალება ეძლევათ, ეზიარონ ან ხელახლა აღმოაჩინონ ფრანკოფონია და ფრანგულენოვანი კულტურა.

მდიდარი პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებებს, კერძოდ:
- ფრანგულენოვანი ფილმების დღეები, სადაც მაყურებელი გაეცნობა ფრანგულ, კანადურ შვეიცარიულ და რუმინულ ფილმებს;
- ფრანგული კულინარიის ზეიმი « Goût de France », რომლის ფარგლებშიც გაიმართება დისკუსიები და მასტერკლასები და ვორკშოპები მდგრადი გასტრონომიის ესახებ, ასევე ქართული რესტორნები გამართავენ ფრანგულ ვახშამს;
- სპექტაკლები და კონცერტები ფრანგულენოვანი შემსრულებლებით;
- ანიმაციები და კინოჩვენებები ბავშვებისთვის;
- ლიტერატურული შეხვედრები, პრეზენტაციები და საჯარო ლექციები.

ფრანკოფონია 2019-ის ფარგლებში, ტრადიციულად, იმართება კონკურსები მოსწავლეებითვის, სტუდენტებისა და ფრანგული ენის პედაგოგებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.