კალენდარი

ლისის ტბა | 2016-07-29 22სთ30

ფრანგული ჯგუფის AIR კონცერტი თბილისში

ელექტრონული მუსიკსი ფესტივალი Tbilisi Open Air ქართველ მსმენელს აძლევს საშუალებას კონცერტზე მოუსმინოს ფრანგ მუსიკოსებს. ფრანგული ელექტრონული მუსიკის ჯგუფი AIR ჩაატარებს კონცერტს 29 ივლისს 22სთ30 ლისის ტბაზე.

ბილეთები იყიდება ფესტივალის ვებგვერდზე: http://www.tbilisiopenair.ge/en/


ხელოვანების შესახებ :

ფრანგული მუსიკალური დუეტი AIR, ჟან-ბენუა დუნკელისა და ნიკოლა გოდენის შემადგენლობით, ჩამოყალიბდა 1995 წელს ვერსალში.

ფრანგული ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობასთან French touch მიკუთვნებული ეს ჯგუფი საერთაშორისო წარმატებით სარგებლობს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში. 15 წლიანი კარიერის შედეგად ჯგუფმა მსოფლიო ელექტრონულ მუსიკაში საკუთარი ავტორიტეტული ადგილი დაიკავა საკუთარი წარმატების, განსხვავებული ჟანრის შექმნითა და იმ გარემოს წყალობით, რომელიც დუეტს გარს აკრავს.

ჯგუფი, ელექტრონული მუსიკის, პოპისა და ფსიქოდელიური როკის გადაკვეთაზე, საკუთარ მუსიკალურ სტილს ქმნის კოსმიური მელოდიებით. მათი თვალსაჩინო მორიდებულობის მიუხედავად, ჟან-ბენუა დუნკელი და ნიკოლა გოდენი სცენაზე გამოსვლისგან თავს არ იკავებენ და რეგულარულად ატარებენ საერთაშორისო ტურნეებს, რომლებიც გამოირჩევა საკუთარი ალტერნატიული ვერსიებითა და ზოგიერთი ტიტრის ლაივ ინტერპრეტაციებით.

AIR თანამშრომლობდა ბეკ ჰანსენთან, შარლოტ გენსბურგთან, ჟარვის კოკერთან, ნეილ ჰანონთა და ნიგელ გოდრიხთან. ისინი ასევე სოფია კოპოლას ფილმისთვის დაწერილი მრავალი კინომუსიკის ავტორებიც არიან.

ჯგუფის AIR შესახებ:
http://www.aircheology.com/
https://www.facebook.com/intairnet/
http://www.deezer.com/artist/369