კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტის კინოს ფაბრიკა 2018

პროგრამა ‘’კინოს ფაბრიკა’’, რომელიც ტარდება ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, ხელს უწყობს სამხრეთის ქვეყნების კინემატოგრაფიის ახალგაზრდა წარმომადგენლების მოხვედრას საერთაშორისო ბაზარზე. 2018 წელს ‘’კინოს ფაბრიკის’’ მე-10 საიუბილეო წელია.

კანის ფესტივალთან მჭიდრო თანამშრომლობით შექმნილი პროგრამა ყოველწლიურად იწვევს კანის ფესტივალზე 10 ახალგაზრდა რეჟისორს და მათ პროდიუსერს, რომლებიც მუშაობენ პირველ ან მეორე სრულმეტრაჟიან ფილმზე.

‘’კინოს ფაბრიკა’’- ში კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 8 ნოემბერი.
კანდიდატების მაქსიმალური რაოდენობა: 120
კანდიდატს აუცილებლად მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა.
იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ფრანგულად და ინგლისურად