კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის სიტყვა

ტერორისტურლმა აქტმა კიდევ ერთხელ შეძრა საფრანგეთი და განსაკუთრებით, ეროვნული დღესასწაულის, 14 ივლისის საღამოს, დაუპირისპირდა მის ღირებულებებს. საფრანგეთი: თავისუფლების, თასნასწორობის, ძმობის, სიცოცხლის სიხარულის და ადამიანის ავტონომიური არჩევანის ქვეყანა, კიდევ ერთხელ გახდა მისი სამიზნე ყოველგვარ კულტურულ, სოციალურ თუ რელიგიურ დეტერმინიზმთან მიმართებაში. ტერორისტულმა აქტმა ამ ღირებულებებისადმი აღზრდის ჩვენი მისია უფრო გააძლიერა, ესაა ერთადერთი ეფექტიანი პასუხი ბარბაროსობის წინააღმდეგ, და ისე, როგორც არასდროს ჩვენ განვაგრძობთ მის შესრულებას.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მთელი გუნდის სახელით მადლობას ვუხდი ჩვენს ქართველ, ფრანგ და ბევრი სხვა ეროვნების მეგობრებს, რომლებმაც ამ მძიმე წუთებში კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს თავიანთი მეგობრობა და მხარდაჭერა.

ჟან-ივ ლავუარი
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი