კალენდარი

ფრანგულენოვან მოსწავლეთა კონფერენცია

2019 წლის 8 ივნისს, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლაში გაიმართება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფრანგულენოვანი მოსწავლეების პირველი კონფერენცია, თემაზე “ფრანგები საქართველოში.”

კონფერენცია ტარდება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით.

მითითებული ლინკის მეშვეობით, ფრანგული ენის მასწავლებლები შეძლებენ დაარეგისტრირონ მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები.

ასევე, შეგიძლიათ, იხილოთ კონფერენციის დებულება, რომელშიც განხილულია ეტაპები და მნიშვნელოვანი თარიღები.

სარეგისტრაციო ლინკი https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScU9yx69SEoOEEYOd4Z4CGRe6VeaY3jZ3GyHinbALzEYdwUSg/viewform?usp=sf_link