კალენდარი
კავკასიის ფრანგული სკოლა | 2026-03-23 10:00-17:00
ფრანგულ-ქართული ფესტივალი 2026
ფრანკოფონიის თვე 2026-ის ფარგლებში კავკასიის ფრანგული სკოლა მოხარულია, მოიწვიოს საქართველოს ფრანგულენოვანი სკოლები ფრანგულ-ქართულ ფესტივალზე.
ფესტივალი მოიცავს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და ენობრივ-საგანმანათლებლო აქტივობებს (სპექტაკლი, სიმღერა, ცეკვა, გამოფენები, ენის სახელოსნო, კონკურსები და სხვა), რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის დიალოგის გაღრმავებას, აფართოებს ფრანგული ენის სწავლის შესაძლებლობებს და წარმოაჩენს ფრანგულ-ქართული კულტურული მრავალფეროვნების სიმდიდრეს.
იხილეთ ფესტივალში მონაწილეობის პირობები.
ფესტივალში მონაწილეობის ფორმის შევსების ბოლო ვადა: გახანგრძლივდა 2026 წლის 13 მარტის ჩათვლით
მოსაწვევებით, მხოლოდ მონაწილეებისთვის
