კალენდარი

ფრანგულ-ქართული ფესტივალი 2026

ფრანკოფონიის თვე 2026-ის ფარგლებში კავკასიის ფრანგული სკოლა მოხარულია, მოიწვიოს საქართველოს ფრანგულენოვანი სკოლები ფრანგულ-ქართულ ფესტივალზე.
ფესტივალი მოიცავს მრავალფეროვან ღონისძიებებსა და ენობრივ-საგანმანათლებლო აქტივობებს (სპექტაკლი, სიმღერა, ცეკვა, გამოფენები, ენის სახელოსნო, კონკურსები და სხვა), რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის დიალოგის გაღრმავებას, აფართოებს ფრანგული ენის სწავლის შესაძლებლობებს და წარმოაჩენს ფრანგულ-ქართული კულტურული მრავალფეროვნების სიმდიდრეს.

იხილეთ ფესტივალში მონაწილეობის პირობები.

სკოლის მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ განაცხადი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeFQg4FDU-20WQpggxMELpZs-iyvYABgI_Kde59vKNXYKJ4nw/viewform?usp=header 

ფესტივალში მონაწილეობის ფორმის შევსების ბოლო ვადა: გახანგრძლივდა 2026 წლის 13 მარტის ჩათვლით

მოსაწვევებით, მხოლოდ მონაწილეებისთვის