კალენდარი

ფრანგულ-გერმანული კინოს დღეები

ფრანგულ-გერმანული კინოს დღეები


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში გიწვევთ ფრანგულ-გერმანული კინოს დღეებზე, რომელიც 2022 წლის 8-9 ივნისს ბათუმში, ხოლო  10-11 ივნისს ქუთაისში გაიმართება.


ღონისძიების ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფრანგული და გერმანული ფილმების ჩვენება და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით დისკუსია გაიმართება. ფილმების ჩვენებითა და დისკუსიებით  დამსწრე საზოგადეობას საშუალება ექნება უყურონ თანამედროვე ფრანგულ და გერმანულ ფილმებს, შეაფასონ ისინი და ექსპერტებთან ერთად ისაუბრონ მათში ასახულ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. 


ფრანგულ-გერმანული კინოს დღეები  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ერთობლივად შემუშავებული პროექტია და ფრანგულ-გერმანული ფონდის თანადაფინანსებით იმართება.


ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით. 


დისკუსიის დროს უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ ენაზე.



ჩვენებების განრიგი :




ბათუმი


8 ივნისი - ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-3 სართული, 57-ე აუდიტორია

 

16:00 – „ტრანზიტი“- გერმანია/საფრანგეთი, 2018;
            ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია გერმანელ ექსპერტთან ერთად;

 

19:00 – „უხილავები“  - საფრანგეთი, 2011;
            ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია ფრანგ ექსპერტთან ერთად;

 


9 ივნისი - ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-3 სართული, 57-ე აუდიტორია


16:00 – „პაპიშა“ – საფრანგეთი, 2019;
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია ფრანგ ექსპერტთან ერთად;

 


19:00  - „ტონი ერდმანი“ - გერმანია/ავსტრია/შვეიცარია 2015-2016;
            ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია გერმანელ ექსპერტთან ერთად;

 


 ქუთაისი

 

10 ივნისი  - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზი, აუდიტორია 22-208


16:00
– „პაპიშა“ – საფრანგეთი, 2019;
ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია ფრანგ ექსპერტთან ერთად;


19:00  - „ტონი ერდმანი“ - გერმანია/ავსტრია/შვეიცარია 2015-2016;
            ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია გერმანელ ექსპერტთან ერთად;

 


11 ივნისი  - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბიბლიოთეკო კორპუსის საკონფერენციო დარბაზი, აუდიტორია 22-208


16:00 – „ტრანზიტი“ - გერმანია/საფრანგეთი, 2018;
            ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია გერმანელ ექსპერტთან ერთად;


19:00 – „უხილავები“  - საფრანგეთი, 2011;
            ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია ფრანგ ექსპერტთან ერთად;

 



ინფორმაცია ფილმების შესახებ:



„პაპიშა“
საფრანგეთი, 2019წ., 105წთ.

რეჟისორი: მუნია მედური
მონაწილეობენ  - ლინა ხუდრი, შირინ ბუტელა, ამირა ჰილდა დუაუდა და ა.შ.


ალჟირი, 1990 წელი. ნეჯმა, 18 წლის სტუდენტი, ოცნებობს გახდეს დიზაინერი. დაღამებისას იგი თავის საუკეთესო მეგობრებთან ერთად საერთო საცხოვრებლის ღობეზე ძვრება და ღამის კლუბში დადის, სადაც თავის კოლექციებს ე.წ. "პაპიშებს" ლამაზ ახალგაზრდა ალჟირელ გოგონებზე ყიდის. ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. ნეჯა უარს ამბობს შეეგუოს მდგომარეობას და გადაწყვეტს იბრძოლას საკუთარი თავისუფლებისთვის. ის მოდის ჩვენებას მოაწყობს, რითაც ნეჯმა ყველა აკრძალვას შეწინააღმდეგება.


ფილმის ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=MTlrOULY5ss

 


„უხილავები“
საფრანგეთი, 2011წ, 115წთ.

რეჟისორი: ლუი-ჟულიენ პეტი
მონაწილეობენ: კორინ მაზიერო, აუდრე ლამი, ნოემი ლვოვსკი, სარა სუკო, პაბლო პოლი და ა.შ.


მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, "Envol-ი", მიუსაფარი ქალების მიმღები ცენტრი მალე იხურება. სოციალურ მუშაკებს სულ რაღაც სამი თვე რჩებათ, რათა ყველა ყველა ზომა მიიღონ მათი ზრუნვის ქვეშ მყოფი ქალების რეინტეგრაციისთვის: გაყალბება,  სიმართლის შელამაზება, ტყუილი... აქ უკვე ყველაფერი ნებადართულია!



ფილმის ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=05Fhc4WS48A

 

“ტრანზიტი”
გერმანია/საფრანგეთი 2018წ., 101 წთ.

რეჟისორი: ქრისტიან პეტცოლდი
მონაწილეობენ: ფრანც როგოვსკი, პაულა ბეერ, გოდეჰარდ გიიზე, ლილიენ ბატმან და ა.შ.

ტრანზიტი გერმანელი მწერლის, ანა ზეგერსის ამავე საწელწოდების რომანის თავისუფალი ეკრანიზაციაა, რომელშიც რეჟისორს მოქმედება 1942 წლიდან ახლანდელ დროში გადმოაქვს. ფილმის გმირი ახალგაზრდა გერმანელი გეორგია, რომელიც პარიზში დაპატიმრებას გადაურჩება. ის სამხრეთ საფრანგეთში გარბის და გარდაცვლილი მწერლის, ვაიდელის სახელით გადაადგილდება. გეორგი მარსელში აღმოჩნდება, სადაც ხვდება ახალგაზრდა ქალს, მარის, რომელის დაკარგულ ქმარს ეძებს - სწორედ იმ კაცს, რომლიც გვარითაც გეორგი მოქმედებს. ცოლ-ქმარი მარსელიდან სამხრეთ ამერიკაში გაქცევას და იქ ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა. გეორგსა და მარის შორის გაჩენილი ვნებიანი რომანის მიუხედავად, მარი მაინც ქმართანე რთად აპირებს მარსელის დატოვებას. ამასობაში მარსელში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბება და გეორგი იძულებულია გადაწყვიტოს, ხომ არ დაიკავოს მარის გარდაცვლილი მეუღლის ადგილი და მასთანე რთად სამუდამოდ დატოვოს ევროპა. 


ფილმის ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=BwnnTi1-GJo

 

„ტონი ერდმანი“
გერმანია/ავსტრია/შვეიცარია 2015-2016,წწ. 162 წთ.

რეჟისორი: მარენ ადე
მონაწილეობენ: პეტერ სიმონიშეკ, სანდრა ჰიულერ, მიხაელ ბიტერნბორნ, თომას ლოიბლ და ა.შ.


ვინფრიდი, ყოფილი 68-ანელი, რომანტიული და ხუმარა, თავისძაღლთან ერთად მარტო ცხოვრობს. მაშინ, როცა მისი ერთადერთი ქალიშვილი, ინესი, უცხოეთში მხოლოდ საკუთარ კარიერაზეა კონცენტრირებული. ძაღლის სიკვდილის შემდეგ ვინფრიდი ქალიშვილს გაუფრთხილებლად სტუმრობს. ის დარწმუნებულია, რომ შვილმა იუმორის გრძნობა დაკარგა და ამიტომაც ხუმრობების კასკადით ცდილობს მის დაბრუნებას.


ფილმის ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=j0uwi5EPnpA