კალენდარი

ფრანგი პიანისტისა და კომპოზიტორის, ნიკოლა სელოროს კონცერტი

2018 წლის მარტში, ფრანკოფონიის თვის ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ დაესწროთ ფრანგი პიანისტისა და კომპოზიტორის
ნიკოლა სელოროს კონცერტს
ხუთშაბათს, 2018 წლის 15 მარტს, 20 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაშიle.

ნიკოლა სელორო ანდალუზიური და ნეაპოლიტანური წარმოშობის ფრანგი პიანისტი და კომპოზიტორია. ავტორია მრავალი მუსიკალური სპექტაკლისა, რომელშიც მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ფრანგი მსახიობები, როგორიცაა მიკაელ ლონსდალი, მარი-კრისტინ ბარო, ბრიჟიტ ფოსე თუ დანიელ მეგიში.

ბრწყინვალე სოლისტი, ისევე როგორც ნიჭიერი კომპოზიტორი, ნიკოლა სელორო შეასრულებს როგორც საკუთარ, ასევე შოპენისა და ლისტის ნაწარმოებებს.

ვერსალის კონსერვატორიის ოქროს მედალოსანი 14 წლის ასაკში, საფრანგეთის რადიოს კონკურსის "მუსიკის სამეფო" ლაურეატი 16 წლის ასაკში, პარიზის უმაღლესი ეროვნული კონსერვატორიის პრიზიორი ალდო ჩიკოლინის კლასში 18 წლის ასაკში... საპორტეფიანო ხელოვნებას ნიკოლა სელორო ასევე სწავლობდა პიერ ბარბიზესა და, ოთხი წლის განმავლობაში, დიდი უნგრელი პიანისტის, გიორგი ძიფრასთან. ამ უკანასკნელმა ნიკოლა სელორო დაახასიათა, როგორც « ღრმა და რაფინირებული საოცარი ვირტუოზი მუსიკოსი »

ჩასაწერად ფეისბუქის გვერდზე დააწკაპუნეთ აქ: https://www.facebook.com/events/1504569209642478/
გაიცანით ნიკოლა სელორო: http://www.nicolasceloro.net/
Youtube: https://www.youtube.com/watch?v=9tTVrhlDMow&t=712s

დასწრება თავისუფალია

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქუჩა 7, თბილისი