კალენდარი

რუსთაველის თეატრი | 2016-12-05 19სთ30

ფრანგი მუსიკოსები თბილისის ბაროკო ფესტივალზე

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი თბილისის ბაროკო ფესტივალის პარტნიორია 2016 წლის 10 ნოემრიდან 14 დეკემბრამდე.

ჟან რონდოსა (კლავესინი) და ეტიენ გალტიეს (თეორბი).

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ

ფრანგი მუსიკოსების კონცერტზე

ჟან რონდო (სოლო კლავესინი)
ეტიენ გალეტიე (თეორბი)

2016 წლის 5 დეკემბერი

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი (რუსთაველის გამზ. 17)




ჟან რონდო

ჟან რონდო  ბლანდინე ვერლეტთან ათი წელი სწავლობდა კლავესინზე დაკვრას, რის შემდეგაც დაეუფლა basso continuo-ს, ორგანს და ფორტეპიანოს; ამას მოჰყვა გაკვეთილები ჯაზსა და იმპროვიზაციაში, კომპოზიციასა და დირიჟორობაში. ჟანი ატარებს კვლევებს პარიზის კონსერვატორიაში,  რომელიც წარჩინებით დაამთავრა. ასევე წარჩინებით აქვს დამთავრებული „Guildhall School of Music and Drama“ ლონდონში, სადაც ჟიურიმ მიანიჭა გამორჩეული კლავესინისტის და basso-continuo-ს შემსრულებლის ჯილდო.

ჟან რონდო არის მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული, როგორიცაა კლავესინის საერთაშორისო კონკურსი ბრუგეში (MAfestival 2012), კლავესინის საგაზაფხულო საერთაშორისო კონკურსი პრაღაში (2012); The Prix des Radios Francophones Publiques (2013);  კონკურსზე „The Victoires de la Musique Classique“ მიანიჭეს ჯილდო „ინსტრუმენტალისტი - წლის აღმოჩენა“ (2015). მასზე, როგორც სოლოდა კამერული მუსიკის შემსრულებელზე დიდი მოთხოვნაა მთელი ევროპის, ამერიკისა და აზიის მასშტაბით. ჟანი ხშირად გამოდის  ბაროკო კვარტეტ „Nevermind“-თან ერთად.  მომავალ საკონცერტო სეზონი დაგეგმილია აქვს კონცერტები ანსამბლებთან „Les Violons du Roy“, „Les Folies Françoises“,  შტუდგარტის კამერულ ორკესტრთან  და ლილიის ეროვნულ ორკესტრთან ერთად.


ეტიენ გალეტიე

2000 წელს, შალონ–სიურ–სონში (ბურგუნდია), კლასიკური გიტარის კლასის დამთავრების შემდეგ, ეტიენ გალეტიემ მოიპოვა პარიზის უმაღლესი ნაციონალური კონსერვატორიის პირველი პრემია. მოგვიანებით მან სწავლა სტრასბურგის კონსერვატორიაში, პაბლო მარკესთან გააგრძელა. რამდენიმე წლის შემდეგ ბარსელონაში, კატალონიის მუსიკის უმაღლეს სკოლაში (ESMUG), ცნობილი ხორვატიელი მუსიკოსის, ზორან დუკიჩის ხელმძღვანელობით დაიცვა დიპლომი. 2005 წელს ეტიენმა გადაინაცვლა ლიონის ნაციონალურ კონსერვატორიაში (CNSMD) და უმაღლესი შეფასებით დაიცვა მაგისტრის ხარისხი ძველი მუსიკის განხრით (საკრავი – თეორბო). არტისტის რეპერტუარი მრავალფეროვანია. ის თანაბრად ფლობს გიტარას, ბარბითს (ლუთნა), არქი–ლუთნას, თეორბოსა და ბაროკო–გიტარას.

ეტიენ გალეტიე თანამშრომლობს ევროპის ძველი მუსიკის ცნობილ ანსამბლებთან, როგორიცაა: La symphonie du Marais, Les musiciens de Saint Julien, Les Ambassadeurs, Philomnle, Les Ombres, la Chiome d'Oro, l'ensemble Marguerite Louise, Unisoni, Stravaganza და სხვა. ეტიენი რეგულარულად მუშაობს ასნსამბლ Les Surprises – თან. ამან მუსიკოსს საშუალება მისცა გამოემუშავებინა ბასო კონტინუოს შესრულების განსაკუთრებული მანერა. 2008 წელს ეტიენ გალეტიემ საფრანგეთის ძველი მუსიკის ფესტივალზე – “Ambronay Festival” მიიღო მონაწილეობა. ერთი წლის შემდეგ კი ამავე ფესტივალის ლეიბლმა (“Ambronay Label”) ჩაწერა მისი დისკი “Belle Virginie”. 2011 წელს მან შეასრულა გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის (გერმანია / ინგლისი 1685 – 1759) – “Julius Caesar” – ი ანსამბლ La Grande Ecurie – სთან ერთად, კლაუდიო მონტევერდის (იტალია 1563 – 1643) – ”Orpheus” ანსამბლ Les Nouveaux – თან ერთად და ჩაწერა ანდრე კამპრას (საფრანგეთი 1660 – 1744) “Le Carnaval de la Venise” ანსამბლ Le Concert Spirituel – თან ერთად (ლეიბლი “Glossa”). 2014 წელს ეტიენი ანსამბლ Les Surprises – თან ერთად მუშაობდა. 2015 წელს კი კვლავ Le Concert Spirituel – თან ერთად უკვე განახორციელა ანტონიო ვივალდის (იტალია 1678 – 1741) – “Gloria” – ს და ანჟელიკ და მარკ მაუილონებთან ერთად ფრანგული მუსიკის ვრცელი პროგრამის ჩაწერა.

დამატებითი ინფორმაცია თბილისის ბაროკო ფესტივალის შესახებ იხილეთ აქ: http://tbf.ge/