კალენდარი

მუშტაიდის ბაღი | 2019-09-14 20სთ

ფოტოგრაფიის ღამე 2019

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, უწყვეტად 10 წლის განმავლობაში, თბილისის 2019 წლის საერთაშორისო ფოტოფესტივალის ფარგლებში, თბილისის ფოტოგრაფიის ღამის ღონისძიების მხარდამჭერია.

ფოტოგრაფიის ღამე გადაიქცა თბილისის ფოტოფესტივალის ბოლო აკორდად, არანაკლებ 10000 მაყურებლით, რომელთაც იხილეს მსოფლიოს საუკეთესო ფოტოხელოვნების ნიმუშები.
აღნიშნული ღონისძიება პირველად 2010 წელს გაიმართა, როგორც არლის ფოტოფესტივალის ღონისძიების «წლის ღამე» კავკასიური ვერსია. 

2019 წელს,ფოტოგრაფიის ღამე გაიმართება შაბათს, 14 სექტემბერს,მე-19 საუკუნის დასაწყისში გარდაცვლილ ქართველ მეუღლეზე მგლოვიარე ირანელი არისტოკრატის მიერ დაარსებულ, თბილისის ყველაზე ძველ მუშტაიდის ბაღში.

თბილისის მე-10 ფოტოგრაფიული ღამე წარმოგვიდგენს ღია სატელეფონო ზარის წესით შერჩეულ საერთაშორისო ხელოვანებს.

ფოტოგრაფიის ღამე რცება თვბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალის მთავარ ღონისძიებად, რომელიც იზიდავს მაყურებლის ფართო სპექტრს თბილისის ღია ცის ქვეშ ღამეული პროექციის სანახავად.

წელს, თბილისის ფოტოგრაფიის ღამე იმართება საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD)(მისი პროექტის ENIGMMA 2 - მიგრაციის მართვა საქართველოში - ფარგლებში) თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით.