კალენდარი

ფოტოგამოფენა “BRUME”

გეპატიჟებით გრეგუარ ელუას, ფრანგი ხელოვანის ფოტოგამოფენაზე, რომელიც თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში 22 ივნისსს 19 საათზე გაიხსნება.

"ნისლი", ფრანგი ხელოვანის გრეგუარ ელუას ფოტოგამოფენაა, რომელიც 2018-2020 წლებში, თბილისის ფოტო ფესტივალის რეზიდენციის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოგზაურობისა და იქ მიღებული ფოტოგრაფიული გამოცდილებებისა და ექსპერიმენტების შედეგად შექმნილ ფოტოებს აერთიანებს.

პეიზაჟის ფიზიკურად შეგრძნების სურვილით გრეგუარ ელუამ ფეხით, ცხენით და ზამთარში თხილამურით შემოიარა თუშეთისა და ხევის სოფლები, რომ მთის სილამაზე, ყველაზე იზოლირებული სოფლები და იქ საკუთარი სურვილით თუ არჩევანის არქონის გამო მცხოვრები ადამიანები გადაეღო.

შემოგვიერთდით და იმოგზაურეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში გრეგუარ ელუას უნიკალური ფოტოების საშუალებით.