კალენდარი

კლუბი ფრონტლაინი | 2016-12-09 18h30
ფილმის ჩვენება-დისკუსია ქალთა და კაცთა უთანასწორობის შესახებ

ფილმის დასრულების შემდეგ, ვიდეო კონფერენციის მეშვეობით გაიმართა დისკუსია რეჟისორთან, პირდაპირი ჩართვით პარიზიდან. რეჟისორმა ისაუბრა მის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის « Projet Imagine – Humble Heroes »-ის შესახებ, რომელიც ფილანტროპიული მედიაა და რომლის მიზანიც საზოგადოების პრობლემების გაშუქება და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. დისკუსიას უძღვებოდა ანნა ძიაპშიპა, „საქდოკ ფილმის“ დირექტორი.



ფილმის შინაარსი: ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, ყველაზე დასავლური ქალაქებიდან ყველაზე მივარდნილ სოფლებამდე, სქესთა შორის უთანასწორობა ისევ არსებობს. რა რელიგიისაც არ უნდა იყოს, რა კულტურისა თუ განათლების, ქალი მუდამ დისკრიმინაციის მსხვერპლია... ფილმი ქალთა თანამედროვე ისტორიის სრულყოფილ სურათს გვიხატავს და გვაფიქრებს ქალთა დისკრიმინაციის ისტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე მთელს მსოფლოში. ქალთა მონათხორბების კვალდაკვალ ფილმი „ქალები და კაცები“ გვაგებინებს, რომ ჩვენი დროის გამოწვევების გასამკლავებლად საყოველთაო თანასწორობის გზა არის პროგრესის გზა.
უფრო მეტი ინფორმაციისთვის,
იხილეთ ფილმის ანონსი: https://vimeo.com/116725227
და ეწვიეთ « Projet Imagine – Humble Heroes »-ის ვერ გვერდს: » : http://www.leprojetimagine.com/