კალენდარი

ფილიპ კლოდელი საქართველოში

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

 გიწვევთ ლიტერატურილ შეხვედრაზე მწერალთან,

ფილიპ კლოდელთან

სამშაბათს, 2023 წლის 12 დეკემბერს 18სთ30წთ-ზე
 
შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე

 მისამართი: გუდიაშვილის.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.


 

ფილიპ კლოდელი მრავალი წიგნის ავტორი, რეჟისორი და დრამატურგია. მისი პირველი რომანი, ’’მეზი მას ივიწყებს’’ 1999 წელს გამოქვეყნდა. პირველი დიდი ლიტერატურული წარმატება კი მას 2003 წელს გამოქვეყნებულმა ნოველების კრებულმა, ’’პატარა მექანიზმები’’მოუტანა, რომელსაც ნოველების გონკურის პრემია მიენიჭა. 2003 წელს, მისი რომანი ’’ნაცრისფერი სულები’’რენოდოს და ჟურნალის ’’Elle’’პრემიით დაჯილდოვდა; ორი წლის შემდეგ ამავე წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს.

ფილიპ კლოდელმა, გამორჩეულმა რეჟისორმა, 2008 წელს გადაიღო თავისი პირველი ფილმი ’’მე შენ დიდი ხანია მიყვარხარ’’, კრისტინ სკოტ ტომას და ელზა ზილბერსტეინის მონაწილეობით. ფილმმა მაშინვე დაიმსახურა კრიტიკოსების დიდი მოწონება, დაჯილდოვდა ცეზარის ორი პრემიით და მრავალი საერთაშორისო ჯილდოთი აღინიშნა. ის ასევე არის შემდეგი ფილმების ავტორი და რეჟისორი: ’’ყველა მზე’’ (2011), ’’ზამთრის დადგომამდე’’ (2013) და ’’ბავშვობა’’ (2015). (ფილმების სათაურები პირობითია).

2012 წლიდან ფილიპ კლოდელი არის გონკურის აკადემიის წევრი და გენერალური მდივანი. ამავდროულად, იგი აგრძელებდა წერას და 2018 წელს გამოაქვეყნა წიგნი ’’ძაღლის არქიპელაგი’’, რომელშიც მისივე სიტყვებით ის ’’რომანის სისხლსავსე ჟანრს’’უბრუნდება.

ფილიპ კლოდელი ორმოცამდე წიგნის ავტორია. მის ნაწარმოებებს თარგმნიან მთელს მსოფლიოში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ფილიპ კლოდელი დაინტერესებულია ორი საკითხით, რომელსაც ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს: ციხის სამყარო და მიგრაციასთან დაკავშირებული ადამიანური დრამები.

ფილიპ კლოდელის სამი რომანი ’’ბროდეკის ჩანაწერები’’, ’’ნაცრისფერი სულები’’, ’’მესიე ლინჰის შვილიშვილი’’ თარგმნილია ქართულად და გამოცემულია ფრანგული ინსტიტუტის მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში.

 

მისი ნოველების კრებული, ’’არაადამიანები’’ რომელიც საფრანგეთში 2017 წელს გამოსცა გამომცემლობა სტოკმა, ქართულად თარგმნა თამარ აბრამიშვიმა 2023 წელს და გამოაქვეყნა გამომცემლობამ MTP.

მადლობას ვუხდით სასტუმრო THE HOUSE HOTEL GEORGIA, ფილიპ კლოდელის ვიზიტის მხარდაჭერისთვის.