კალენდარი

რუსთაველის თეატრი | 2019-10-19 20h

ფესტივალის "საჩუქარი" გახსნა!

ფესტივალს "საჩუქარი" მაგი მარენის -„May B“ გახსნის.  „May B”  სულისშემძვრელი, ჭკვიანი და სასაცილო წარმოდგენაა, რომელიც ერთგვარ მიძღვნად შეიძლება ჩავთვალოთ დიდი ირლანდიელი მწერლის - სემუელ ბეკეტისადმი და უფრო მეტიც - „May B” საკულტო ნაწარმოებადაა მიჩნეული თანამედროვე ფრანგული ცეკვის განვითარების ისტორიაში, რომელმაც საერთაროშო სახელი დაუმკვიდრა მეგი მარენს, ფრანგული თანამედროვე ცეკვის დიდ ქორეოგრაფს. 
 
„May B“-ის შესახებ:

„ეს გახლავთ უნიკალური ნაწარმოები, რომელსაც დრო და ასაკი არ გააჩნია! „May B“ ადამიანის უსუსურობაზე აბსურდის თეატრალურ ენაზე გვიამბობს, რომელიც უკუღმართსა და მოძალადე დროსა და ვითარებაში გაჩნდა. აქ ცეკვის ძალა, მისი დიდებული შესაძლებლობით, წარმოგვიდგენს ჩვენი ყოფის იდუმალებას ქვეყნიერებაზე. „May B“ საუკუნოდ ამკვიდრებს მაგი მარენის როლსა და ადგილს საერთაშორისო სცენაზე“ - წერს ჟან პოლ მანგანარო, ლილის უნივერსიტეტის პროფესორი. 

ფრანც შუბერტისა და გევინ ბრაიერსის მუსიკაში ჩაძირული თიხაში ამოთხვრილი ათი მოცეკვავის მოგზაურობა თითქოს გაქცევაა მწარე სინამდვილისგან. დადგმაში გამოყენებულ ბრაიერსის 1971 წელს ჩაწერილ ინგლისურ ჰიმნს „იესოს სისხლს არასოდეს უღალატია ჩემთვის - Jesus' Blood Never Failed Me Yet" ლონდონის ხიდის ქვეშ უსახლკარო მაწანწალას ნამღერი სტანცები დაედო საფუძვლად, რომლის შინაარსი გახლავთ კიდეც ქორეოგრაფის კარნახი: სად იყო დასასრულიც და გამოსავალიც.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:

https://www.facebook.com/events/347972816094690/