კალენდარი

ფესტივალი "თაობა"
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ფესტივალის TAOBA YOUTH FESTIVAL პარტნიორია, რომელიც 2018 წლის 29 მარტიდა 2 აპრილის ჩათვლით გაიმართება.
TAOBA YOUTH FESTIVAL კავკასიელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც აერთიანებს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების 13-18 წლამდე მოზარდებს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება განათლების თემაზე გადაღებული სამი ფრანგული ფილმი:
29 მარტს 13 საათზე - რომენ გუპის Les Mains en l’air
30 მარტს 19 საათზე - ფრედერიკ ლუფის J’aime regarder les filles
31 მარტს 13 საათზე – ემანუელ ბერკოს La Tête haute
მისამართი: ახალგაზრდობის სასახლე - რუსთაველის გამზირი 6, თბილისი
დამატებითი ინფორმაცია: http://www.taoba.cef.org.ge/
ფეისბუქზე://www.facebook.com/events/1402371783202766/
