კალენდარი
ETUDES EN FRANCE - წინასაკონსულო პროცედურა
საქართველო Campus France-ის ერთიან სივრცეს Etudes en France-EEF შეუერთდა.
სტუდენტებს, რომლებიც უკვე ჩარიცხულნი არიან ფრანგულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში/ენის სასწავლო ცენტრებში და სჭირდებათ გრძელვადიანი სტუდენტური ვიზა საფრანგეთში გასამგზავრებლად, ვიდრე მიმართავენ საკონსულოს ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად, რეგისტრაცია უნდა გაიარონ «Etudes en France»-ის ელექტრონულ პლათფორმაზე:https://pastel.diplomatie.gouv.fr/etudesenfrance/dyn/public/authentification/login.html
იხილეთ ეტაპები, რომელთა გავლაც აუცილებელია Etudes en France- ის მეშვეობითწინასაკონსულო პროცედურის განსახორციელებლად:
I. ელექტრონული დოსიეს შექმნა
კანდიდატი ქმნის საკუთარ ელექტრონულ გვერდს პლათფორმაზე : Études en France.
ამის შემდეგ კლიკავს «Je m’inscris» და ჩამოსაშლელი მენიუდან ირჩევს "Espace Campus France Georgia", ავსებს რუბრიკას «Je suis accepté / I am accepted».
ყურადღება! რუბრიკაში «Divers», გვერდის ბოლოში, არ დაგავიწყდეთ მონიშნოთ ველი «ვეთანხმები მივიღო ინფორმაცია საფრანგეთში სწავლის შესახებ პირად ელ.ფოსტის მისამართზე», რის შემდეგაც კანდიდატი იღებს შეტყობინებებს ელექტრონულ ფოსტაზე პროცესის სხვადასხვა ეტაპის შესახებ: (დოსიეს ვალიდაცია, პედაგოგიური გასაუბრება, საფასურის გადახდა და ა.შ.).
შემდეგ, სრულად უნდა შეივსოს პირადი ინფორმაცია, რისთისაც საჭიროა :
1)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობა),
2)უახლესი პროფესიული პირადობის ფოტო,
3)მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მიიღებთ დადასტურების ელ.წერილს. მნიშვნელოვანია
შეინახოთ დოსიეს ნომერი.
II. დოსიეს შევსება
დოსიეს ბოლომდე შესავსებად, უნდა მოამზადოთ დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები თქვენი სიტუაციის შესაბამისად:
1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
2) ბოლოს მოპოვებული ნიშნების ფურცლები და დიპლომები,
3) პირადობის ფოტო,
4) CV.
5) ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო ან სასწავლო დაწესებულებაში
წინასწარი რეგისტრაციის (ან რეგისტრაციის) შესახებ.
III. დოსიეს გაგზავნა და რეგისტრაციის საფასურის გადახდა
მას შემდეგ რაც კანდიდატი დარწმუნდება, რომ განაცხადი სრულყოფილად არის შევსებული და ყველა საჭირო დოკუმენტი ატვირთულია, აგზავნის განაცხადს ონლაინ,რის შემდეგაც Espace Campus France Géorgie შეამოწმებს დოსიეს და უგზავნის თხოვნას კანდიდატს რეგისტრაციის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით.
რეგისტრაციის მოსაკრებელი 200 ლარი უნდა გადაიხადოთ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე და წარმოადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ცნობა მეილის საშუალებით: EeF.CampusFranceGE@gmail.com
გთხოვთ, გადახდის დანიშნულებაში მიუთითოთ: “Etudes en France”.
საბანკო რეკვიზიტები
Banque: TBC Banque
Code bancaire: TBCBGE22
N°compte: GE12TB7398636160100001
მას შემდეგ, რაც საბანკო გადარიცხვა განხორციელდება, კანდიდატმა საბანკო ტრანზაქციის დეტალები უნდა მიუთითოს პლათფორმაზე (გადახდის ნომერი, ბანკი და ა.შ.), რათა Espace Campus France-ის წარმომადგენლებმა შეძლონ გადახდის დადასტურება.
ყურადღება! თუ დოსიე არ იქნება სრულყოფილად შევსებული, ის უკან გადმოგეგზავნებათ გასასწორებლად (ამიტომ, მნიშვნელოვანია ელ-ფოსტის რეგულარულად შემოწმება).
IV. პედაგოგიური გასაუბრება
Campus France-თან გასაუბრება და სამომავლო სასწავლო გეგმების წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია ეტაპია. ინტერვიუ კანდიდატს შესაძლებლობას აძლევს წარმოადგინოს თავისი სასწავლო პროექტი, დაასაბუთოს არჩევანი და მოტივაცია.
ამიტომ, აუცილებელია ყველა საჭირო დოკუმენტის წინასწარ მომზადება და შეგროვება.
გასაუბრებაზე კანდიდატი მოწვეული იქნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სადაც მითითებული იქნება შეხვედრის თარიღი, დრო და ადგილი).
ყურადღება! ორგანიზაციული მიზეზების გამო დაგვიანება დაუშვებელია.
V. სავიზო განაცხადის გაკეთება France-Visas - ის მეშვეობით
წინასაკონსულო გასაუბრების შემდეგ, კანდიდატმა უნდა ჩამოტვირთოს წინასწარი რეგისტრაციის ცნობა, რომელიც ავტომატურად გენერირდება აპლიკაციაში EEF-Pastel და სადაც მითითებულია EEF-ის საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ სერტიფიკატის მეშვეობით სტუდენტი ავსებს სავიზო განაცხადს France-Visas-ზე.
VI. დოსიეს შეტანა საფრანგეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში
France-Visa-ზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანდიდატი უნდა დაუკავშირდეს საქართველოში საფრანგეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებას და წარადგინოს სავიზო განაცხადი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
საფრანგეთის ვიზაზე განაცხადის გაკეთება საქართველოში - France visas.