კალენდარი

ენების ევროპული დღე 2020

ერთად აღვნიშნოთ ენების ევროპული დღე 2020 !


ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ინიციატივით 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ.


ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC Georgia და მისი მუდმივი წევრები: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, დანტე ალიგიერის საზოგადოება და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად.

კორონავირუსის (COVID-19) გამო წელს ღონისძიებები ძირითადად ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

გაეცანით დაგეგმილ ღონისძიებებს :

ონლაინ ტრენინგი მასწავლებლებისთვის - https://bit.ly/2PbrGSo

კონკურსი მოსწავლეებისთვის - https://bit.ly/310eUvB