კალენდარი

კავკასიის ფრანგული სკოლა | 2019-09-28 10:00-16:00

ენების ევროპული დღე 2019

ენების ევროპული დღე 2019.

ერთად აღვნიშნოთ ენების ევროპული დღე!

მობრძანდით 28 სექტემბერს კავკასიის ფრანგულ სკოლაში ევროპის ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნები გასაცნობად. 8-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
დასწრება თავისუფალია !

აქტივობებზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10 საათზე.

ღონისძიება მოიცავს გასართობ და შემეცნებით კონკურსებს და, ასევე, ევროპული ენების გასაცნობ სახელოსნოებს.
მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ევროპის ხალხების თავისებურებეს. აქტივობების დასასრულს, თითოეულ მონაწილეს გადაეცემა პრიზი.

პროგრამა

10:00 - 11:00 მონაწილეთა რეგისტრაცია
11:00 - 11:30 ღონისძიების გახსნა
11:00 - 16:00 მხიარული ავტობუსი/ FUNBUS-ის მიერ წარმოდგენილი ფიზიკური და შემეცნებითი თამაშები და აქტივობები
11:30 - 16:00 უცხოური ენის ვორკშოპები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, თურქული, პოლონური, ფინური, ბერძნული
11:30 - 15:30 კითხვისა და ხელოვნების სახელოსნოები
12:00 - 15:30 ვისწავლოთ უცხოური ენა ცეკვით
12:00 - 13:30 ქვიზები ევროპის შესახებ
13:00 - 15:00 კარაოკე
13:30 - 15:30 არტ-თერაპიის ვორკშოპები
14:30 - 15:30 გასართობი ვიქტორინა ''ერთი სიტყვა ერთი დროშა''
14:30 - 15:30 მოსასმენი თამაში ''რომელი ენა გესმის?''
16:00             ევროპის შესახებ ქვიზების გამარჯვებულთა დაჯილდოება

პროგრამა უფროსებისთვის:

11:30 - 12:30 "ფსიქომოტორული აღზრდა - ბავშვის განვითარების კვალ და კვალ", კარინ ბობიეს, ფსიქომოტორული აღზრდის სპეციალისტის საჯარო ლექცია (ფრანგულ ენაზე, ქართული თანმიმდევრული თარგმანით)
12:30 - 13:30  "ციფრული რეალობა და ეკრანი ბავშვისა და ოჯახის ფსიქიკურ ცხოვრებაში",  ფსიქოანალიტოკოსის და ფსიქოთერაპევტის, შალვა მამინაშვილის საჯარო ლექცია (ქართულ ენაზე)

 

თარიღი: 2019 წლის 28 სექტემბერი
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. ქ.76ბ, თბილისი

ღონისძიების ორგანიზატორები : 
EUNIC – ევრიკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება 

ენების ევროპული დღე 2001 წელს დაწესდა ევროპის საბჭოს მიერ, რათა აღენიშნა ევროპის კულტურული მრავალფეროვნება და მრავალენოვნება. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. ლინგვისტური მრავალფეროვნება კულტურათაშორისი თავისებურებებისა და ევროპის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ამდენად, ევროპის საბჭო ფართო პოპულარიზაციას უწევს პლურილინგვიზმს მთელ ევროპაში.