კალენდარი

AUF საქართველოს ეროვნული ბიურო, თსუ, მე-5 კორპ, აუდიტ. 309 | 2025-03-14 19:30

ეჟენი გრანდე

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) საქართველოს ფრანგული ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კანადის საელჩო თურქეთში და რუმინეთის საელჩო საქართველოში გეპატიჟებათ ფრანგულენოვანი კინოჩვენების სპეციალურ სერიაზე.

ეჟენი გრანდე - ხანგრძლივობა: 1სთ45 წთ, რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 10 წელი
მარკ დიუგენის ფილმი, 2021 წელი

პარასკევი, 14 მარტი, 19:30 სთ
მისამართი: AUF საქართველოს ეროვნული ოფისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-5 კორპუსი, ოთახი 309, ილია ჭავჭავაძის გამზირი 36

ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ქართული სუბტიტრებით.
დასწრება თავისუფალია, აღნიშნეთ ფრანკოფონიის მრავალფეროვნება ჩვენთან ერთად!


სინოფსისი:

„ფელიქს გრანდე სომურში საკუთარ მოკრძალებულ სახლში, სადაც მისი ცოლი და ქალიშვილი ეჟენი სევდიან და უინტერესო ცხოვრებას ატარებენ, ბატონივით ცხოვრობს. გამორჩეულად ძუნწი გრანდე არ სწყალობს ახალგაზრდებს, რომლებიც ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ერთმანეთს ეცილებიან. არაფერი უნდა დაემუქროს იმ უზარმაზარ ქონებას, რომელსაც იგი ასე გულმოდგინედ მალავს.
გრანდეს ძმიშვილის, ობოლი და გაკოტრებული პარიზელი მომხიბვლელი ყმაწვილის ჩამოსვლა ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ეჟენის სიყვარული და გულუხვობა ბიძაშვილის მიმართ, ფელიქს გრანდეს უსაზღვრო რისხვას გამოიწვევს. ქალიშვილთან დაპირისპირებისას, იგი როგორც არასდროს, მზად არის გასწიროს ყველაფერი სიმდიდრის სანაცვლოდ, საკუთარი ოჯახიც კი ...
ფილმი გადაღებულია ბალზაკის ნაწარმოების მიხედვით.„

ტრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=IMIh49QrabE