კალენდარი

DELF/DALF - რეგისტრაცია 2026 წლის ივნისის სესიაზე

2026 წლის ივნისის გამოცდების სესია ჩატარდება შემდეგი განრიგით:

სესია: DELF ჟუნიორი (18 წლამდე): 2026 წლის 6-7 ივნისი

A1 - 6 ივნისი
A2 - 7 ივნისი
B1 - 6 ივნისი
B2 - 7 ივნისი


სესია: DELF ყველასთვის: 2026 წლის 13-14 ივნისი

A1 - 13 ივნისი
A2 - 14 ივნისი
B1 - 13 ივნისი
B2 - 14 ივნისი

სესია: DALF ყველასთვის: 2026 წლის 18-19 ივნისი
C1 -  18 და 19 ივნისი

C2 - 18 და 19 ივნისი

ონლაინ რეგისტრაცია: 2026 წლის 14-30 აპრილი.


ყურადღება!
- გამოცდების თარიღები დაზუსტებულია. თანხის გადახდამდე, კანდიდატი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მითითებულ თარიღებში იგი შეძლებს გამოცდაზე მოსვლას.
- რეგისტრაციისას გადახდილი თანხის დაბრუნება არ ხდება.
- თუ კანდიდატი არ ან ნაწილობრივ გამოცხადდება გამოცდაზე, იგი ჩაჭრილად ჩაითვლება და მას გამოცდის საფასური არ დაუბრუნდება.
- შეუძლებელია რეგისტრაციის ერთი საგამოცდო სესიიდან მეორეზე გადატანა.


 გამოცდის სესიის უკეთ ორგანიზებისათვის კოლექტიურ (წერით) გამოცდაზე განსაზღვრულია კანდიდატების მაქსიმალური რაოდენობა.


სესიაზე რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად.

პროტოკოლი კანდიდატებისთვის :

საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):

  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი მოქმედი ვადით* (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი). დაბადების მოწმობა არ მიიღება.
  • გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
  • საწერი კალამი
  • 1 ბოთლი წყალი ეტიკეტის გარეშე
*იმ შემთხვევაში, თუ ჩამონათვალში მითითებული სავალდებულო დოკუმენტებიდან და ნივთებიდან არ იქნება წარმოდგენილი რომელიმე, საგამოცდო ცენტრი იტოვებს უფლებას, კანდიდატი არ დაუშვას საგამოცდო ცენტრში.

თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.

დეტალური პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.

ტარიფები და გადახდის პირობები :

 

ძირითადი ტარიფი          

ფრანგული ინსტიტუტის   
სტუდენტის ტარიფი
(სტუდენტის აქტიური რეგისტრაცია
14-30 აპრილი 2026)  

A1      

125 GEL

100 GEL

A2     

130 GEL

104 GEL

B1     

150 GEL

120 GEL

B2     

250 GEL

200 GEL

C1     

320 GEL

256 GEL

C2   

400 GEL

320 GEL



გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
- გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა"
- საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები: 

ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”  
ბ/კოდი : TBCBGE22  
ანგ/N°: GE12TB7398636160100001
მიმღები: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი

რეგისტრაცია:
გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი კანდიდატისთვის აუცილებელი პროცედურა (ზუსტად მიჰყევით ეტაპებს):
  1. გაეცანით ამოცდების ზოგად წესებსა და პირობებს
  2. შეავსეთ და გააგზავნეთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი (იხილეთ ქვევით)
  3. გადააგზავნეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი - დაბადების მოწმობა არ მიიღება) ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
  4. გადააგზავნეთ არჩეული გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე ifgexamens@gmail.com

ყურადღება!
პირადობის დამადასტურებელი საბუთის და გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმულარის გამოგზავნიდან მაქსიმუმ 24 საათის ვადაში.
საგამოცდო ცენტრი უფლებას იტოვებს, გააუქმოს რეგისტრაცია, თუკი 24 საათიანი ვადა არ იქნება დაცული.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი გამოცდების მიხედვით (გასახსნელად დააჭირეთ გამოცდის დონის აღმნიშვნელ ასოს): 

გაიხსნება 15/04/2026 -  15 საათიდან
DELF ჟუნიორი (18 წლამდე)
A1 (მაქსიმუმ 110 კანდიდატი)
A2 (მაქსიმუმ 110 კანდიდატი)  
B1 
(მაქსიმუმ 80 კანდიდატი)
B2 (მაქსიმუმ 80 კანდიდატი)

გაიხსნება 15/04/2026 - 15 საათიდან
DELF/DALF ყველასთვის
A1 (მაქსიმუმ 110 კანდიდატი) 
A2 (მაქსიმუმ 110 კანდიდატი)
B1 
(მაქსიმუმ 80 კანდიდატი)

B2 (მაქსიმუმ 80 კანდიდატი)
C1 (მაქსიმუმ 20 კანდიდატი) 
C2 (მაქსიმუმ 5 კანდიდატი) 


DELF/DALF ზოგადი ინფორმაცია და 2026 წლის სესიების კალენდარი

სესიაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge