კალენდარი

DELF - რეგისტრაცია 2020 წლის ნოემბრის სესიაზე

2020 წლის ნოემბრის გამოცდების სესია ჩატარდება შემდეგი განრიგით:

სესია: DELF ჟუნიორი (18 წლამდე)
რეგისტრაცია : 08/10/2020-დან 23/10/2020-ის ჩათვლით

 

სესია: DELF/ DALF ყველასთვის
რეგისტრაცია : 08/10/2020-დან 23/10/2020-ის ჩათვლით



DALF-ის გამოცდები (C1/C2) გადატანილია 2020 წლის დეკემბერში (თარიღები დადგინდება მოგვიანებით).

გამოცდის სესიის უკეთ ორგანიზებისა და კანდიდატების სანიტარული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გათვალისწინებულია ფიზიკური დისტანცირების აუცილებელი პირობები და  კოლექტიურ (წერით) გამოცდაზე დაიშვება მაქსიმუმ 21 კანდიდატი.
შესაბამისად, თითოეულ გამოცდაზე შესაძლებელია მაქსიმუმ 21 კანდიდატის რეგისტრაცია.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებითა და გამოცდაზე მსურველების მოთხოვნების საპასუხოდ, 2020 წლის ნოემბრის სესიაზე რეგისტრაცია ჩატარდება ელექტრონულად.

სანიტარული პროტოკოლი კანდიდატებისთვის (2020 წლის ნოემბრის სესია) :

საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):

  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი* (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი)
  • გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
  • საწერი კალამი*
  • პირბადე (ნიღაბი)*
  • ერთი წყვილი ქირურგიული ხელთათმანი და ჩვეულებრივი ყურსასმენი (მხოლოდ C2-ის გამოცდაზე)*
  • 1 ბოთლი წყალი
*იმ შემთხვევაში, თუ ჩამონათვალში მითითებული სავალდებულო დოკუმენტებიდან და ნივთებიდან არ იქნება წარმოდგენილი რომელიმე, საგამოცდო ცენტრი იტოვებს უფლებას, კანდიდატი არ დაუშვას საგამოცდო ცენტრში.

საგამოცდო ცენტრში და მის მიმდებარე კიბეზე კანდიდატებს უნდა ეკეთოთ პირბადე და დაიცვან რიგი მითითებული სტიკერების მიხედვით, რაც განსაზღვრავს მინიმუმ 2 მეტრიან დისტანციას კანდიდატებს შორის.

საგამოცდო ცენტრის შესასვლელში სავალდებულოა ტემპერატურის შემოწმება და ხელების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.

პირბადე (ნიღაბი) სავალდებულოა ნებისმიერ სიტუაციაში, რაც დაკავშირებულია წერით თუ ზეპირ გამოცდაში მონაწილეობასთან.

თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.

დეტალური სანიტარული პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება 2020 წლის ნოემბრის სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.

ტარიფები და გადახდის პირობები :
A1 - 60 ლარი
A2 - 60 ლარი
B1 - 80 ლარი
B2 - 120 ლარი

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
- გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა"
- ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები: ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”  ბ/კოდი : TBCBGE22  ანგ/N°: GE12TB7398636160100001

რეგისტრაცია:
გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი კანდიდატისთვის აუცილებელი პროცედურა (ზუსტად მიჰყევით ეტაპებს):
  1. გაეცანით ამოცდების ზოგად წესებსა და პირობებს
  2. გაეცანით 2020 წლის ნოემბრის სესიის სპეციალურ პროტოკოლს (იხილეთ ზევით)
  3. შეავსეთ და გააგზავნეთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი (იხილეთ ქვევით)
  4. გადააგზავნეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი) ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
  5. გადააგზავნეთ არჩეული გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე ifgexamens@gmail.com

საგამოცდო ცენტრი უფლებას იტოვებს, სანიტარიული სიტუაციიდან გამომდინარე, გააუქმოს რეგისტრაციები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი გამოცდების მიხედვით:

DELF ჟუნიორი (18 წლამდე)

A1 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი)
A2 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი შევსებულია)
B1 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი)
B2 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი შევსებულია)

DELF/DALF ყველასთვის
A1 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი)
A2 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი)
B1 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი)
B2 (მაქსიმუმ 21 კანდიდატი - შევსებულია)

DELF/DALF ზოგადი ინფორმაცია და 2020 წლის სესიების კალენდარი

ნოემბრის სესიაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge