კალენდარი

DELF-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი


DELF-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი 17 მაისს დაიწყება!


გაზარდეთ ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდების ჩაბარების შანსი ჩვენი კურსის საშუალებით!


მოემზადეთ DELF-ის გამოცდებისთვის საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად:

  • დონე: B2
  • განრიგი: სამშაბათი / ხუთშაბათი, 19:00 - 21:00 სთ.
  • სესიის დასაწყისი: 17/05/2022
  • ფასი: 250 ლარი -12 საათი


ჩვენ დაგეხმარებით:

  • ისარგებლოთ ინდივიდუალური მხარდაჭერით და მეთოდოლოგიური რჩევებით, სწავლების თქვენზე მორგებული სტრატეგიით
  • გაიძლიეროთ კომუნიკაციის 4 უნარი (წერითი და ზეპირი კომუნიკაცია, წერითი და ზეპირი გაგება) ჩვენი მასწავლებლების მიერ შემოთავაზებული რესურსების გამოყენებით, რომლებიც მომზადებულნი არიან DELF / DALF–ის გამოცდების მიმართულებით
  • გქონდეთ შეუზღუდავი წვდომა ჩვენს საგანმანათლებლო რესურსებთან, მიიღოთ მეთოდოლოგიური მასალები და ინტერაქტიული რესურსები
  • იმუშაოთ რეალურ საგამოცდო პირობებში, სიმულაციებითა და იმიტირებული გამოცდების მეშვეობით
  •  წარმატებით ჩააბაროთ ფრანგული ენის გამოცდები!


აჩვენეთ საუკეთესო შედეგები და ჩააბარეთ ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდები!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: info@institutfrancais.ge