კალენდარი
DELF-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი
DELF-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსი 17 მაისს დაიწყება!
გაზარდეთ ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდების ჩაბარების შანსი ჩვენი კურსის საშუალებით!
მოემზადეთ DELF-ის გამოცდებისთვის საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მაღალკვალიფიციურ ექსპერტებთან ერთად:
- დონე: B2
- განრიგი: სამშაბათი / ხუთშაბათი, 19:00 - 21:00 სთ.
- სესიის დასაწყისი: 17/05/2022
- ფასი: 250 ლარი -12 საათი
ჩვენ დაგეხმარებით:
- ისარგებლოთ ინდივიდუალური მხარდაჭერით და მეთოდოლოგიური რჩევებით, სწავლების თქვენზე მორგებული სტრატეგიით
- გაიძლიეროთ კომუნიკაციის 4 უნარი (წერითი და ზეპირი კომუნიკაცია, წერითი და ზეპირი გაგება) ჩვენი მასწავლებლების მიერ შემოთავაზებული რესურსების გამოყენებით, რომლებიც მომზადებულნი არიან DELF / DALF–ის გამოცდების მიმართულებით
- გქონდეთ შეუზღუდავი წვდომა ჩვენს საგანმანათლებლო რესურსებთან, მიიღოთ მეთოდოლოგიური მასალები და ინტერაქტიული რესურსები
- იმუშაოთ რეალურ საგამოცდო პირობებში, სიმულაციებითა და იმიტირებული გამოცდების მეშვეობით
- წარმატებით ჩააბაროთ ფრანგული ენის გამოცდები!
აჩვენეთ საუკეთესო შედეგები და ჩააბარეთ ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდები!
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: info@institutfrancais.ge