კალენდარი

DELF-DALF დიპლომები - აპრილი-დეკემბერი 2021

DELF-ის და DALF-ის შემდეგი სესიების დიპლომების გაცემა: 2021 წლის აპრილი, მაისი, ივნისი, ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი .

სანიტარული უსაფრთხოების დაცვის მიზნით და ფიზიკური დისტანცირების აუცილებელი პირობების გათვალისწინებით, დიპლომების გაცემის პროცედურა ორგანიზებული იქნება შემდეგნაირად:

  • დაინტერესებულ პირებს (ან მათ წარმომადგენლებს) საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში მოსვლა შეეძლებათ ქვევით მითითებული განრიგის მიხედვით; 
  • გაცნობებთ, რომ 2021 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გადავიდა ახალ მისამართზე: 
           4, ჩახრუხაძის I შესახვევი (რესტორან «მეტისის» გვერდით) იხილეთ მისამართი რუკაზე 
  • დაინტერესებულ პირებს (ან მათ წარმომადგენლებს) შეეძლებათ დიპლომის გასატანად მოსვლა 2022 წლის 20 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით შეხვედრის მხოლოდ წინასწარ დაჯავშნით. შეხვედრის დაჯავშნა ხდება ონლაინ. შეავსეთ შესაბამისი ფორმულარი:
  • დაინტერესებული პირები (ან მათ წარმომადგენლები) უნდა გამოცხადდნენ საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში დანიშნულ დროს და თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, პირბადე (ნიღაბი) და საწერი კალამი;
  • დაინტერესებულ პირებს (ან მათ წარმომადგენლებს) უნდა ეკეთებოთ პირბადე (ნიღაბი)  და დაიცვან მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია ერთმანეთს შორის;
  • საგამოცდო ცენტრის შესასვლელში სავალდებულოა ხელების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.
წინასწარი ჯავშნის გარეშე, საგამოცდო ცენტრი იტოვებს უფლებას, დაინტერესებული პირები (ან მათ წარმომადგენლები) არ დაუშვას საგამოცდო ცენტრში.


 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

კონტაქტი: (00 995 32) 2 92 28 55 / 2 93 44 58  info@institutfrancais.ge

DELF/DALF 2022 წლის კალენდარი - დეტალური ინფორმაცია