კალენდარი

Concours: Prix littéraire Alain Decaux



ფრანკოფონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლილის ფონდი 2018 წლის 20 მარტს აცხადებს ალენ დეკოს სახელობის ფრანკოფონიის მე-7 ლიტერატურულ კონკურსს მწერლის მიშელ კენტის სპონსორობით.

 

კონკურსი

მონაწილეობა უფასოა და ღიაა ყველა მოყვარული ფრანკოფონი მწერლისთვის მთელი მსოფლიოდან, ვინც წარმოადგენს ფრანგულ ენაზე დაწერილ, ჯერ კიდევ გამოუცემელ ნოველას თავისუფალ თემაზე.

 

მიშელ კენტის მიერ არჩეული კონკურსის მთავარი გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს 600 ევროს ოდენობით და მიწვეული იქნება ქალაქ ლილში ოფიციალური ცერემონიისთვის. ჟიურის მიერ შერჩეული სხვა ლაურიატები ჯილდოდ მიიღებენ 400 ევროს.

 

 

კონკურსში გამარჯვებული ყველა ნოველა გამოიცემა კრებულის სახით ლილის ფონდის ან მის მიერ შერჩეული გამომცემლობის მიერ.

 

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში ?

ხართ 15 წელზე მეტი ასაკის ? გიყვართ წერა და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ფრანკოფონიის ალენ დეკოს სახელობის ლიტერატურულ კონკურსში ?

 

გააგზავნეთ ხელმოწერილი რეგისტრაციის ფორმულარი 2018 წლის 31 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე prix(at)fondationdelille.org ან ლილის ფონდის საფოსტო მისამართზე და, 2018 წლის 30 ნოემბრამდე გააგზავნეთ თქვენი ნოველა ამავე მისამართზე.

 

 


პრაქტიკული ინფორმაცია

 

რეგლამენტი და მონაწილეობის პირობები

 

რეგისტრაციის ფორმულარი (ჩამოტვირთეთ pdf ფორმატში ან, გაეცანით ონლაინ რეჟიმში)