კალენდარი
CinéDoc ფესტივალი
ვორკშოფს ჩაატარებენ ფრანგი პროფესიონალები ვიქტორ ედე და მარიონ ჩარნი.
ვიქტორ ედე გამომცემელი, მთავარი რედაქტორი და პროდიუსერია. 2014 წლიდან ის თანამშრომლობს საპროდიუსერო კომპანია Cinephage-თან, რომელიც რეჟისორ Jean-Robert Viallet-თან ერთად დააფუძნა. ვიქტორის ფილმების კო-პროდიუსერები არიან ARTE, France Televisions საფრანგეთში და ისეთი საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიები თუ პლატფორმები როგორებიცაა RTBF-ი, RTS-ი და HBO Max-ი. იგი ამჟამად Cinemas du Monde commission (CNC) - ის წარმომადგენელია.
მარიონ ჩარნი საფრანგეთის ერთ -ერთი წამყვანი ფესტივალის FIPADOC Biarritz-ის პროგრამერი და კინოჩვენებების მენეჯერი გახლავთ. FIPADOC-ის CAMPUS-ის ხელმძღვანელი, ის პასუხისმგებელია ახალგაზრდა აუდიტორიისთვის, სტუდენტებისა და დამწყები რეჟისორებისთვის განკუთვნილ სარედაქციო პოლიტიკაზე. ხელმძღვანელობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამებს, როგორებიცაა „ახალგაზრდა ევროპელი ჟიური“ ან „პირველი ფილმების პიჩი“, ასევე კურირებს ფესტივალის ახალი ტალანტების - New Talent-ის- სელექციას.
ფილმების ჩვენების განრიგისა და მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ფესტივალის პროგრამა : https://shorturl.at/bmoHV