კალენდარი

„ბროწეულის ფერი“

სომხეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, თიბისისთან პარტნიორობით, გიწვევთ უნიკალურ ქორეოგრაფიულ სპექტაკლზე - "ბროწეულის ფერი", რომელიც ლეგენდარული კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება.

სპექტაკლის შესახებ: ფარაჯანოვის საკულტო ფილმით - „ბროწეულის ფერი“ - შთაგონებული სცენების თანმიმდევრობით ეს ქორეოგრაფიული სპექტაკლი, შეხვედრაა ჰიპ-ჰოპსა და ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს შორის, ხალხური და ელექტრონული მუსიკის დიალოგი, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს.

თარიღი: 18 მარტი დრო: 20სთ

ადგილი: რუსთაველის ეროვნული თეატრი

დასწრება: ბილეთები გაიყიდება 9 მარტიდან ვებ-გვერდზე www.biletebi.ge
სამხატვრო ხელმძღვანელი /ქორეოგრაფი მურად მერზუკი, ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ჰიპ-ჰოპის სცენის მთავარი ფიგურა

ორიგინალური იდეის ავტორი სატე ხაჩატრიანი, ფრანგული თეატრალური კომპანიის „Saté-âtre“ დირექტორი