კალენდარი

ღვინის მუზეუმი | 2016-06-01 18სთ

ბორდოს ღვინის მუზეუმის ინაუგურაცია

ბორდო თავისი ვენახების 4,3 მილიონი დამთვალიერებლით საფრანგეთში ღვინის ტურიზმის კუთხით პირველ ადგილს იკავებს. 2016 წლის 1 ივნისს ბორდოში ღვინის მუზეუმის გახსნა მის ამ კუთხით ლიდერის პოზიციას უფრო გაამყარებს. მსოფლიოში უნიკალური მუზეუმი ღვინოს ყველა თავისი კუთხით წარმოადგენს. ის იქნება ასევე მევენახეობის კულტურების აღმოჩენის საუკეთესო გზა.

მაშინ, როცა მისი გახსნა დაგეგმილია 1 ივნისს, ღვინის მუზეუმი უკვე მიჩნეულია ბორდოს, როგორც დანიშნულების ადგილის მომავალ კულტურულ, ტურისტულ და არქიტექტურულ ემბლემად.

ის არც თემატური პარკია და არც ტრადიციული მუზეუმი, ღვინის მუზეუმის მიზანია იყოს ადგილი, სადაც ღვინო წარმოდგენილი იქნება, როგორც ცოცხალი მსოფლიო მემკვიდრეობა. მისი გახსნის პირველივე წელს 450 000 დამთვალიერებელს ელიან.

14 000 კვადრატულ მეტრზე და 10 დონეზე განთავსებულ მუზეუმში მნახველები აღმოაჩენენ ღვინოს მთელი მსოფლიოს ისტორიის, ყველა ეპოქებისა და კულტურების გავლით.

დამთვალიერებლების განკარგულებაში იანება: პანორამული რესტორანი მე-7 სართულზე, 20 სხვადასხვა თემის გარშემო 3 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მუდმივი ინტერაქტიული გამოფენა, რომლებიც დაახლოებით 120 აუდიოვისუალურ რგოლს აცოცხლებს. დამთვალიერებელს თანხლებას გაუწევს უნიკალური ციფრული გზამკვლევი მთელი ვიზიტის განმავლობაში.

დროებით გამოფენებს დაეთმობა სპეციალური სივრცე, სადაც გამოყოფილი იქნება საერთაშორისო გამოფენების განყოფილება, რომელიც წარმოაჩენს მსოფლიოს ერთ ქვეყანას. დამთვალიერებს შეეძლება ასევე ისარგებლოს სადეგუსტაციო სახელოსნოებით, და უფრო ახალგაზრდა დამთვალიერებლისთვის კი პედაგოგიური სახელოსნოებიც ჩატარდება.

ზოგიერი სივრცე ბილეთის გარეშეც იქნება ხელმისაწვდომი: ღვინის ბარი, წასახემსებელი რესტორანი, მსოფლიოს ღვინოების მაღაზია, და სუვენირები.

საქართველო იქნება პირველი მოწვეული ქვეყანა

"მოწვეული მევენახეობების" გამოფენების ციკლის ფარგლებში კულტურისა და ღვინის ცივილიზაციების ფონდი ყოველ წელს საშუალებას მისცემს მეღვინეობის გარკვეულ ტერიტორიას წარმოადგინოს კულტურული გამოფენა ღვინის მუზეუმის სივრცეში, 6 კვირის განმავლობაში. ამ გამოფენების მიზანია დამთვალიერებელს აღმოაჩენინოს კულტურისა და ცივილიზაციის კუთხით დანახული ესა თუ ის მეღვინეობის ქვეყანა ორიგინალური და ესთეტიკური გამოფენის გზით.

"მოწვეული მევენახეობის"გამოფენების ფარგლებში პირველი გამოფენა წარმოდგენილი იქნება 2017 წლის ივლისი-აგვისტოს თევში და მიეძღვნება საქართველოს, მსოლფიო მეღვინეობის აკვანს. საქართველოში ვაზი 8000 წელია რაც მოყავთ. სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის უძველესი ტრადიციები ისეთი, როგორც ქვევრში დაღვინებაა, რაც დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული, საქართველოში დღესაც ცოცხლობს.

გამოფენის თანაორგანიზაციის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა გასულ კვირას ფრანგული მხრიდან კულტურისა და ღვინის ცივილიზაციების ფონდის პრეზიდენტს, სილვი კაზსა და ქართული მხრიდან სოფლის მეურნეობის მინსიტრს, ოთარ დანელიას შორის, რამაც ეს თანამშრომლობა ოფიციალური გახადა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
http://www.laciteduvin.com/fr
http://www.sudouest.fr/2016/
http://cbw.ge/georgia/