კალენდარი

Bienvenue en France : უნივერსიტეტის რეგისტრაციის საფასურისგან ნაწილობრივი გათავისუფლება

 

 ჩაირიცხეთ უნივერსიტეტის საბაკალავრო Licence-ის  პროგრამაზე წინასწარი ჩარიცხვის პროცედურის (DAP) ან Parcoursup– ის მეშვეობით?

 

,,Bienvenue en France ” - ის კამპანიის ფარგლებში, საფრანგეთის უნივერსიტეტის საბაკალავრო (Licence) პროგრამის პირველ კურსზე ჩარიცხულ ქართველ სტუდენტებს უფლება აქვთ ნაწილობრივ გათავისუფლდნენ სარეგისტრაციო გადასახადისაგან საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ.

პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს, რომლებმაც მიიღეს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, გადაიხადონ რეგისტრაციის იგივე საფასური (180 €), როგორც ფრანგმა სტუდენტებმა და ევროკავშირის მოქალაქეებმა.

 

კრიტერიუმები:

 - კანდიდატი  2020-2021 სასწავლო წლისთვის  ჩარიცხული უნდა იყოს საფრანგეთის უნივერსიტეტში, ლისანსის  პირველ წელზე.

 - სტუდენტები, რომლებიც ფლობენ ფრანგულ ატესტატს -  baccalauréat, მიღებული უნდა ჰქონდეთ  შეფასება კარგი ან ძალიან კარგი.

 

 იმის გათვალისწინებით, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია,  საუკეთესო აკადემიური პროფილების შერჩევა მოხდება  საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა  სამსახურში.

 

რეგისტრაციის საფასურის ნაწილობრივი გათავისუფლება ძალაშია ლისანსის  პროგრამის 3 სასწავლო წლის განმავლობაში.

 განაცხადის გასაკეთებლად,  გთხოვთ, გადმოაგზავნოთ ჩარიცხვის წერილი უნივერსიტეტიდან  და სასკოლის წლის საბოლოო შედეგები  შემდეგ მისამართზე: eleonore.garnier@institutfrançais.ge