კალენდარი

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

2020 წლის 16 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი დისტანციურად გაიმართება.

საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტი ფესტივალის უცვლელი პარტნიორია.

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება ქ. ბათუმში და მისი სულის ჩამდგმელი ცნობილი ქართველი პიანისტი, ფრანგული ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ქ-ნი ელისო ბოლქვაძე გახლავთ.

არ გამოგრჩეთ სიახლეები, ეწვიეთ ფესტივალის გვერდს: