კალენდარი

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი 2018

ბათუმის მუსიკის ფესტივალი, რომლის პარტნიორიცაა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, გაიმართება 2018 წლის 2-დან 12 სექტემბრამდე ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში.
ფესტივალის ორგანიზატორია ცნობილი ქართველი პიანისტი და ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე.


წელს ფესტივალი უმასპინძლებს ფრანგ პიანისტს ლიზ დე ლა სალს, რომელიც კონცერტს გამართავს ხუთშაბათს, 2018 წლის 6 სექტემბერს, 19 საათზე.




დამატებითი ინფორმაცია: http://batumifest.ge/