კალენდარი

ბალეტ „ფასკუნჯისადმი“ მიძღვნილი საჯარო ლექცია

2023 წლის 24 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ე.შენგელიას სახელობის კინო დარბაზში (დავით აღმაშენებლის No 40, მესამე სართული) გაიმართება ტიერი მალანდენის – ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის, „მალანდენ ბალე ბიარიცის“ დირექტორის, საფრანგეთის ნატიფი ხელოვნების აკადემიის წევრის (ქორეოგრაფიის სექცია) – ბალეტ „ფასკუნჯისადმი“ მიძღვნილი საჯარო ლექცია.