კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2017-05-18 18 სთ 30

ახალი თარგმანების პრეზენტაცია

მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამით
2017 წელს გამოცემული ფრანგი ავტორების ნაწარმოებების ახალი ქართული თარგმანების პრეზენტაცია შედგება

18 მაისს 18 სთ30-ზე





რომენ გარის "ცის ფესვები"
მსოფლიოს პირველი ეკოლოგიური რომანია, 
რომელმაც მწერალს გონკურის პრემია მოუტანა 1956 წელს. რომანის ძირითადი იდეაა ბუნების დაცვა
და სპილოებზე ნადირობის აკრძალვა აფრიკაში მეოცე საუკუნის შუა პერიოდში.
ფრანგულიდან თარგმნა მანანა მაჭავარიანმა.




"ოქმი" ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიოს პირველი წიგნია.
რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, ადამ პოლოს, ისტორიას, 

რომელიც განმარტოებით ცხოვრობს, გორაკზე, მიტოვებულ სახლში.
ფრანგულიდან თარგმნა ვლადიმერ რაქვიაშვილმა.





რომენ გარის
ბოლო რომანი "ფრანები" მოგვითხრობს ახალგაზრდა პოლონელი არისტოკრატის, ლილას
და არაჩვეულებრივი მეხსიერებით დაჯილდოებული, ნორმანდიელი ბიჭის, ლუდოს
გიჟური სიყვარულის ამბავს, რომელიც მეორე მსოფიო ომის წინ და ომის პერიოდში ვითარდება.
ფრაგულიდან თარგმნა ემა ობგაიძემ.







"ფილოსოფიის საწყისები" არის თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლად მიჩნეული
რენე დეკარტის თხზულება, რომელშიც ავტორი აყალიბებს შემეცნების კლასიფიკაციას
და ცოდნას ხეს ადარებს.
ფრანგულიდან თარგმნა დარეჯან ლაბუჩიძე-ხოფერიამ.

შესაძლებელი იქნება წიგნების ფასდაკლებით შეძენა.


საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

ლადო გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ.
ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2923304