კალენდარი

ახალი თარგმანების პრეზენტაცია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ შეხვედრაზე

თამარ ხოსრუაშვილი

წარმოგიდგენთ
 
ფილიპ ჯიანის "ნიანგების"
და
ტომა გუნზიგის ''ჩემ გარდა არავინ მომკვდარა''

თავის ორ ქართულ თარგმანს,

რომელიც გამოიცა გამომცემლობა აგორას მიერ
ევროკავშირის პროგრამის, ''შემოქმედებითი ევროპა'', მხარდაჭერით

ოთხშაბათს, 2022 წლის 8 ივნისს 17სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე



ფილიპ ჯიანის ნიანგები

ეს არის ისტორიები, რომლებიც გულგატეხილი, უარყოფილი სიყვარულის და ცხოვრების ’’მოწყენილობით, სასოწარკვეთით, სიძულვილით და უსაზღვრო უიმედობით’’ დატანჯული ადამიანების შესახებ მოგვითხრობენ. ჯიანის პერსონაჟები გულგრილობით და თავდაჯერებულობით იმოსებიან სწორედ იმიტომაც, რომ სიყვარული, რომელითაც ისინი გაჯერებულნი არიან, მათ ზურგს აქცევს. გულის სიღრმეში ისინი ნიანგებს, ’’უხეში ტყავის ქვეშ გახვეულ მგრძნობიარე ცხოველებს’’ ჰგვანან. ჯიანის მკაცრი, ძალადობრივი და შეფარული სინაზით სავსე სამყარო სრულადაა წარმოდგენილი ამ ხუთ ჩვეულებრივ დრამაში. ჩვენს წინშეა დახვეწილი და ფაქიზი მრავალფეროვნებით სავსე პალიტრა, რომელშიც ერთი თემა: ადამიანთა მიერ ყოველდღიურობის შეუგუებლობა, ხუთი პორტრეტითაა გადმოცემული.

ფილიპ ჯიანი არის ფრანგი მწერალი, რომანების და ნოველების ავტორი, სცენარისტი. პარიზის ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, ის სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა რეპორტაჟის გასაკეთებლად. შემდეგ კი, თავისი საქმიანობა გაამრავალფეროვნა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა: დოკერად ქალაქ ლე ავრში, გამომცემლობა გალიმარის საცავში, იყო გამყიდველი, ფრანგი მწერლის, სელინის ქვრივის, ლუსეტ დეტუშის ინტერვიუერი. მის პირველ წიგნს, ’’50 1-ის წინააღმდეგ’’, რომელიც 1981 წელს გამოიცა, წარმატება არ მოყოლია. მაგრამ, 1986 წელს ჟან-ჟაკ ბენექსის მიერ, ჯიანის 1985 წელს გამოქვეყნებული რომანის, ’’37,2 დილა’’ მიხედვით გადაღებულმა ფილმმა, მას დიდი პოპულარობა მოუტანა. ამის შემდეგ დაიბეჭდა მწერლის სხვა წიგნებიც. ზოგიერთი რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა მრავალი პრიზი დაიმსახურა. ჯილიპ ჯიანი არის აგრეთვე სტეფან ეშერის სიმღერების ტექსტების ავტორიც.

 

ტომა გუნზიგის ჩემ გარდა არავინ მომკვდარა

’’არავინ იცის ეს ამბები როდის დასულდება, თუმცა არც ის ვიცით, როდის დაიწყო. მიუხედავად ამისა, თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ყველგან ასე ხდება. საკუთარ ოთახშიც კი, მარტო რომ დარჩეთ, ტელეფონის, ტელევიზორის და რადიოს გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ თქვენც ისტორიის მონაწილე ხართ და იქიდან თავს ვერ დააღწევთ''. წიგნში თავმოყრილ თორმეტ ნოველაში, ტომა გუნზიგი დაუნდობელ და ამავე დროს, არასტაბილურ რეალობას აღწერს. ერთი მოთხრობიდან მეორემდე და ყველგან, მკითხველი გრძნობს ავტორის უცნაურ თანაგრძნობას, რომელიც თითქოს, მისდაუნებურად ესწრება მოუწესრიგებელი სამყაროს შფოთვას და მღელვრებას. ეს ისევე შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვეულებრივი სიგიჟის იმდენივე ახალი ზღაპარი, როგორც ახალი, სასტიკი ზღაპრები... მცირე ზომის, სიმძაფრით სავსე საოცარი მოთხრობები, რომლებიც, ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძერწილია შავი იუმორის ამჟამინდელი დიდოსტატის მშფოთვარე და უსაზღვრო ფანტაზიით ისე, როგორც უკანასკნელი საყრდენი სიგიჟის წინააღმდეგ.

ტომა გუნზიგი ბელგიელი მწერალია. პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტმა, თავისი პირველი წიგნი, ’’აგვისტოს თვისკენ მიდრეკილი არასტაბილური ვითარება’’, მან 1993 წელს გამოაქვეყნა. გუნზიგის ნაწარმოებებმა თავიდანვე დაიმსახურეს როგორც საზოგადოების, ასევე კრიტიკოსების მოწონება. ისინი მთელ მსოფლიოში ითარგმნება და მრავალი პრემიითა დაჯილდოებული. ტომა გუნზიგი იყო წიგნის გამყიდველი, ჟურნალ ’’ლე სუარის’’ (Le Soir) მიმომხილველი, უძღვებოდა წერის კურსებს და იყო მულტიმედიის ავტორთა სამოქალაქო საზოგადოების(la SCAM) წევრი ავტორთა დაცვის მიზნით. მრავალმხრივ ნიჭიერი ხელოვანი, ტომა გუნზიგი არის აგრეთვე სპექტაკლის, მიუზიკლის, საბავშვო წიგნების და კინოსცენარების ავტორიც.


თამარ ხოსრუაშვილი არის მთარგმნელი, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტი. მან დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის უცხო ენების მთარგმნელობითი უმაღლესი კურსები, თბილისის უცვო ენათა ინსტიტუტის სინქრონული თარგმანის კურსები და პარიზი ნანტერი-10 უნივერსიტეტი. ის თარგმნის წიგნებს და ფილმებს ფრანგული და ინგლისური ენებიდან, არის სამ ტომად გამოცემული ფრანგულ-ქართული ლექსიკონის თანაავტორი. მას, როგორც საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დირექტორს, მრავალი წელია იცნობს და აფასებს საქართველოს ფრანკოფონური საზოგადოება. ამჟამად თამარ ხოსრუაშვილი იმყოფება შვებულებაში იმ მიზნით, რომ მეტი დრო დაუთმოს თარგმანს.

თამარ ხოსრუაშვილმა ორივე წიგნის ქართული თარგმანი საჩუქრად გადასცა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას.