კალენდარი

ანა აიანოგლუ თბილისის მე-10 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმარია

19–23 სექტემბერს თბილისი მეათედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს. ფესტივალის ორგანიზატორია პენ საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 19 უცხოელი ავტორი 15 ქვეყნიდან. პროგრამა მოიცავს შეხვედრებს, კონფერენციებს და დისკუსიებს, რაც განსაკუთრებულ სივრცეს ქმნის ლიტერატურის სფეროს პროფესიონალებისა და პუბლიკისთვის, ხელს უწყობს საქართველოს ლიტერატურულ ტრადიციებს და ამდიდრებს კულტურულ დიალოგს.

წელს, თბილისის მე-10 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმრებს შორის იქნება ფრანგი პოეტი, ანა აიანოგლუ, რომელიც ფრანკოფონი მკითველებისთვის შეხვედრას გამართავს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.

თარიღი: 2025 წლის 23 სექტემბერი, 18:00 საათი


მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ.

სრული პროგრამა: https://www.facebook.com/TIFLfestival