კალენდარი

ანა აიანოგლუ თბილისის მე-10 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმარია

19–23 სექტემბერს თბილისი მეათედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს. ფესტივალის ორგანიზატორია პენ საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 19 უცხოელი ავტორი 15 ქვეყნიდან. პროგრამა მოიცავს შეხვედრებს, კონფერენციებს და დისკუსიებს, რაც განსაკუთრებულ სივრცეს ქმნის ლიტერატურის სფეროს პროფესიონალებისა და პუბლიკისთვის, ხელს უწყობს საქართველოს ლიტერატურულ ტრადიციებს და ამდიდრებს კულტურულ დიალოგს.

წელს, თბილისის მე-10 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტუმრებს შორის იქნება ბერძნული წარმოშობის ფრანგი პოეტი, ანა აიანოგლუ. ფრანგული ენის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, ანამ თავისი შემოქმედება პოეზიას მიუძღვნა და დღეს, რადიო Radio Panik-ის ეთერში ლიტერატურულ გადაცემას უძღვება. პოეზიისა და სხვა ხელოვნების დარგების ექსპერიმენტული გაერთიანებით, ის მუდმივად ცდილობს სიახლეები აღმოაჩინოს და შემდეგ ისინი სხვებს გაუზიაროს. ლექსების კრებულების პარალელურად, ანა რეგულარულად აქვეყნებს ტექსტებს ლიტერატურულ ჟურნალებში ( მათ შორის: NRF, Europe, Dissonances, Radicale), რაც თავის მხრივ კიდევ ერთი ნაყოფიერი სივრცეა ექსპერიმენტებისთვის.

სრული პროგრამისთვის ეწვიეთ გვერდს: https://www.facebook.com/TIFLfestival

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრაზე ანა აიანოგლუსთან 23 სექტემბერს 18:00 სთ-ზე. შეხვედრა გაიმართება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში.

მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ.