კალენდარი

ალენ დელონის ფილმების ჩვენება

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კინოკლუბი, კავკასიის ფრანგულ სკოლასთან თანამშრომლობით, პატივს მიაგებს ფრანგული და მსოფლიო კინოს უდიდეს ფიგურას, ალენ დელონს. ამასთან დაკავშირებით, შესაძლებლობა გაქვთ ხელახლა აღმოაჩინოთ მისი სამი საკულტო ფილმი დიდ ეკრანზე:
 

« თაკარა მზე »
 - 4 ოქტომბერი, 19სთ00 
 
ტომ რიპლი (ალენ დელონი), ღარიბი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც იტალიაში მდიდარი მემკვიდრის ფილიპ გრინლიფის დასაბრუნებლად აგზავნიან. თუმცა, რიპლის ამბიციური და ეჭვიანი ბუნება მას წარმოუდგენელი საქციელისკენ უბიძგებს.

რეკომენდებული ასაკი - 16 წელი და მეტი
ტრეილერი - https://www.youtube.com/watch?v=0HybSnzgpDA
მისამართი: კავკასიის ფრანგული სკოლა (ჭავჭავაძის გამზირი 76ბ)
 
ფილმები ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.


« აუზი »
- 11 ოქტომბერი, 19სთ00

ჟან-პოლი (ალენ დელონი) და მარიანა (რომი შნაიდერი) შვებულებას სანაპიროზე, იდეალურ ატმოსფეროში ატარებენ. თუმცა საზაფხულო იდილიას მარიანას ყოფილი საყვარლის ჩამოსვლა არღვევს. საბოლოოდ დაძაბულობა იზრდება, რაც მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს.
 
რეკომენდებული ასაკი - 16 წელზე მეტი
ტრეილერი - https://www.youtube.com/watch?v=BFwiN8keDJ4
მისამართი: კავკასიის ფრანგული სკოლა (ჭავჭავაძის გამზირი 76ბ)
 
 
« ორნი ქალაქში » - 18 ოქტომბერი, 19სთ00 
 
ციხეში სასჯელის მოხდის შემდეგ ჯინო (ალენ დელონი) ცდილობს საზოგადოებაში რეინტეგრაციას ყოფილი პოლიციელის (ჟან გაბენი) დახმარებით. თუმცა, წარსული მას გასაქანს არ მისცემს, რაც საფრთხეს უქმნის მის ახალ ცხოვრებას.

რეკომენდებული ასაკი - 16 წელზე მეტი
ტრეილერი - https://www.youtube.com/watch?v=lgiSji8Viiw
მისამართი: კავკასიის ფრანგული სკოლა (ჭავჭავაძის გამზირი 76ბ)
 
განსაკუთრებული ემოციებისთვის გეპატიჟებით მეშვიდე ხელოვნების განუმეორებელი სიმბოლოს - ალენ დელონის, ცნობილი და უკვდავი კინოშედევრების სანახავად!