კალენდარი

« Un week-end à l’Est »

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართული კულტურის მრავალფეროვნებას: დაესწრონ ლიტერატურულ ღონისძიებებს და კინო ჩვენებებს, სპექტაკლებს, მოინახულონ მხატვრების და ფოტო-ხელოვანების გამოფენები, ასევე მოუსმინონ ქართველ მუსიკოსებს.

ფესტივალის Un Week-end à l'Est ელჩია მწერალი ნანა ექვთიმიშვილი, ხოლო საპატიო სტუმარი - ნინო ხარატიშვილი. ფესტივალს გახსნის ქართული ფესვების მქონე მწერალი და რეჟისორი ემანუელ კარერი.

ფესტივალი ვერა მიხალსკის და ბრიჯიტ ბუშარის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანი ფრანგულენოვანი საზოგადოებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კულტურის გაცნობაა.

ფესტივალი პარიზში 22-27 ნოემბერს გაიმართება.

ერთი კვირის განმავლობაში, პარიზის სხვადასხვა მნიშვნელოვან სივრცეში, ფრანგული ფესტივალის კურატორების მიერ შერჩეული 50-მდე ქართველი მწერლის და ხელოვანის მონაწილეობით 30-მდე ღონისძიება გაიმართება.

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე : https://weekendalest.com/