კალენდარი

« საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის » IWAG საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა

შაბათს, 18 დეკემებრს, სასტუმრო « თბილისი შერატონ მეტეხი პალასში » (თელავის ქუჩა 20) 12-დან 18 საათამდე გაიმართება « საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის » IWAG საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა.

საქართველოში საფრანგეთის საელჩო გიწვევთ მის სტენდთან, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ ნამდვილი ალზასური « შუკრუტი » გლინტვეინთან ერთად.

გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორებს, რომლებიც წარმოადგენენ მრავალფეროვან პროდუქციას ყველა გემოვნებისა და სურვილის დასაკმაყოფილებლად და რომელთა გარეშეც მსგავსი ღონისძიება ვერ შედგებოდა: BADISHI, BABYBIO, CARREFOUR, CHATEAU MUKHRANI, DELICE D’ORBELIANI, ENTRÉE, FOOD ALLIANCE, GWS, GPC, HENNESSY, ICR GROUP, JACADI, LACTALIS, L’AROME BOUTIQUE, MALONGO, MERCURE, M. M, MOET&CHANDON, MUSTELA, OKAIDI, PAUL, PALAIS DES THES, PROMETHEA VOYAGES, PSP, RIBIRABO, SARAJISHVILI, SILK HOSPITALITY, TBC, VIVE LA FRANCE,YVES ROCHER, ZEBRA GROUP.

საფრანგეთის სტენდიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება საქველმოქმედო მიზნებისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე შესასვლელად უნდა წარადგინოთ კოვიდ პასპორტი.


https://www.facebook.com/.../a.1321419753.../384568576751822