კალენდარი

ლუი დე ფიუნესის ფილმების რეტროსპექტივა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი კავკასიის ფრანგულ სკოლასთან პარტნიორობით წარმოგიდგენთ განახლებულ კინოკლუბს.

ფრანგული კინოკლუბი ლუი დე ფიუნესის რეტროსპექტივით გრძელდება. წელს, მსახიობის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა. მის პატივსაცემად, კინომოყვარულებს 15 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე, ყოველ ოთხშაბათს, კავკასიის ფრანგული სკოლის დარბაზი უმასპინლებს.

მობრძანდით და შეიგრძენით ფრანგული იუმორი შემდეგი ფილმებით :
  • განდიდების მანია-ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 19:30 სთ
  • დიდი გასეირნება-ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 19:30 სთ
  • დოყლაპია-ოთხშაბათი, 29 ნოემბერი, 19:30 სთ
  • კომბოსტოს სუპი-ოთხშაბათი, 6 დეკემბერი, 19:30 სთ
  • ბარკალი თუ ფრთა-ოთხშაბათი, 13 დეკემბერი, 19:30 სთ

ფილმები წარმოდგენილი იქნება ორიგინალ ენაზე ქართული სუბტიტრებით.

დასწრება თავისუფალია! გელით მეგობრებთან ერთად!