კალენდარი

იდეების ღამეზე

2018 წლის 25 იანვარს, 19h30 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ

იდეების ღამეზე

 

იდეების ღამის მიზანია ვეზიაროთ სხვადასხვა ქვეყნებს, კულტურებს, სუბიექტებსა და თაობებს შორის ახალი იდეების ნაკადს. ყოველწლიურად, იდეების ღამე გვაძლევს საშუალებას გავეცნოთ უახლეს აღმოჩენებს ცოდნისა და ხელოვნების სფეროებში, მოვუსმინოთ მათ, ვინც საკუთარ საქმიანობაში ახალი იდეების ავტორები არიან და მივიღოთ მონაწილეობა დისკუსიაში ჩვენი დროის მნიშვნელოვან გამოწვევებზე.

წელს, იდეების ღამის თემაა « წარმოსახვის მნიშვნელობა ძალაუფლების განხორციელებაში - ქალთა ინოვაციური ძალა »

საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა მოიწვია სამი, საკუთარ პროფესიებში გავლენიანი და სიახლის შემტანი ქართველი ქალი, რომლებიც გაგვაცნობენ მათი შრომისა და კვლევის შედეგებს.

  

გვეწვიეთ მათთან შესახვედრად :

 

ანა უბინიძე - ანიმაციური ფილმების რეჟისორი

ანი მაჩაიძე და თინათინ გერგაია : ინჟინერ-ინფორმატიკოსი - საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინერი - « Technovation Challenge 2017 » - ის პირველი რეგიონალური პრიზის მფლობელი

ანა ტრაპაიძე - მკვლევარი ფიზიკა-ბიოლოგიაში

 

პარაქტიკული ინფორმაცია :  კონფერენცია გაიმართება ქართულ ენაზე ინგლისური თარგმანით